თვალის ვარჯიში


თვალების ვარჯიში საშუალებას მოგცემთ აღიდგინოთ მხედველობა ასე ფიქრობს ზოგიერთი ოპტიკოსი. ეს ამცირებს თვალების დაღლილობას და თვალების სწრაფ დაღლას, რაც, თავის მხრივ, ზრდის შრომისუნარიანობას და წარმატებას სწავლაში. სპორტსმენებს შეუძლიათ ავარჯიშონ თვალები ფოკუსის და მხედველობის კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად. აი, რამდენიმე სწრაფი ვარჯიში, რომელ­თა დახმარებით გაგიუმჯობესდებათ კავშირი თავის ტვინი ნერვები კუნთები.
კედელზე დაკიდეთ ფურცელი ტექსტით. თუ ვიდეოდისპლეითან მუშაობთ, შემდეგი რამ სცადეთ. დაკიდეთ ფურცელი კედელზე სამუშაო ადგუილიდან 2,5 მეტრ მანძილზე. მუშაობის დროს ყოველ ათ წუთში შეხედეთ ამ ფურცელს. შემდეგ ისევ ეკრანს შეხედეთ. ასე გააგრძელეთ ოცდაათი წამის განმავლობაში. ეს ვარჯიში საათში ექვსჯერ უფრო ხშირად არ უნდა შეასრულოთ. ამ ვარჯიშის დახმარებით სამუშაო დღის ბილოს დაღლილობას აღარ იგრძნობთ.
თვალი ადევნეთ დიდ თითს. ხელი გაიწვდინეთ, დიდი თითი ასწიეთ. ამოძრავეთ წრიულად, X-ის მსგავსად, ჯვარედინად. მიიტანეთ ახლოს, შემდეგ დააშორეთ. ამ ვარჯიშის შესრულებისას მხედველო­ბის არეში იქონიეთ ოთახის, რაც შეიძლება, დიდი ნაწილი. ვარჯიში შეასრულეთ ჯერ ერთი, შემდეგ მეორე თვალით. ეს ვარჯიში აუმჯობესებს პერიფერიულ მხედველობას.
თვალი ადევნეთ ბურთს. თუ ჩოგბურთს, ხელბურთს თამაშობთ, სთხოვეთ თქვენს პარტნიორს დაგეხმაროთ. კედელისგან ერთი-ორი მეტრის მოშორებით დადექით. თქვენი პარტნიორი თქვენს უკან უნ­და დადგეს და ისროლოს ბურთი. როდესაც ბურთი კედელს მოხვდება და თქვენსკენ წამოვა, დაიჭირეთ. ეს ვარჯიში აუმჯობესებს კოორდიანციას თვალი _ ხელი.
ავარჯიშეთ ტვინი. სამი ფერის მძივი ორ მეტრიან ძაფზე ააცვით. ერთი ბოლო დაამაგრეთ თვალის სიმაღლეზე, მეორე მიიტანეთ ცხვირთან. სამი მძივიდან ერთი კედელთან დაამაგრეთ, მეორე ცხვირი­დან ერთ ნახევარი მეტრის დაშორებით და მესამე ცხვირიდან ორმოცი სანტიმეტრის დაშორებით.
შეხედეთ ყველაზე შორეულ მძივს. თვალების მიმართულება ქმნის V-ს ფორმას. გადაიტანეთ მზერა მეორე მძივზე, ამ დროს თვალების მიმართულებები X ასოს წარმოადგენენ. იმოძრავეთ V-დან X-კენ.
ეს ვარჯიში ხელს უწყობს თვალების ერთობლივ ფუნქციონირებას და ნებას არ აძლევს ტვინს განავითაროს ერთი თვალით მხედველობა.

This entry was posted in ვარჯიში-სპორტი. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s