ალკოჰოლი გართობაა ?

გიორგი 21 წლისაა. არ მუშაობს. გიორგის და მისი მეგობრების ყოველი დღე სასმელზე ფიქრით იწყება. ძირითადად სვამენ იაფფასიან ალკოჰოლურ სასმელს. “აბა სხვა რა უნდა ქნა საქართველოში? – ამბობს გიორგი, – როცა საკმარისი თანხა არ გაქვს, როგორ უნდა გაერთო?”

18 წლის დევიც თითქმის ყოველდღე სვამს მეგობრებთან ერთად. “წარმოიდგინე, გიდევს ჯიბეში მხოლოდ 4 ლარი და გინდა დრო კარგად გაატარო, წახვალ და იყიდი გომს, ამ თანხით მეტს ვერაფერს იზამ”, – გვეუბნება “ჩესტერა”. მეგობრებთან ერთად “ალკოჰოლის გამანადგურებელთა ბრიგადა” – შემოკლებით აგბ-ც შექმნეს. თუ გინდა აგბ-ს წევრი გახდე, ერთი ბოთლი გომის დალევა მაინც უნდა შეგეძლოს ისე, რომ ცუდად არ გახდე. საკუთარ თავს ალკოჰოლიკებს არ უწოდებენ, უბრალოდ, სხვა გასართობი რომ არ გვაქვს, იძულებულები ვართ დავლიოთო, – ასე ხსნიან ამ მავნე ჩვევისადმი მიდრეკილებას.

ფსიქოლოგის, რუსუდან ციცქიშვილის თქმით, ალკოჰოლიზმი შეიძლება განვიხილოთ, როგორც პიროვნულ დონეზე, ასევე საზოგადოებრივ დონეზეც. მას, ერთი მხრივ, ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებები განსაზღვრავენ, მეორე მხრივ, კი ის სოციალური კონტექსტი, რომელშიც იმყოფება ინდივიდი. გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა ხალხებთან განსხვავებული ვითარებაა იმის მიხედვით, თუ რამდენად არის ეს ქვეყანა ღვინის კულტურის მატარებელი. როგორც წესი, ალკოჰოლიზმის პრობლემა უკავშირდება ჩრდილოურ ქვეყნებს. ამას განსაზღვრავს გენეტიკური და ფიზიოლოგიური ფაქტორები: სასმლის ის რაოდენობა, რაც არის ნორმა ღვინის კულტურის მატარებელ ქვეყნებში, ჩრდილოეთის ქვეყნებში უკვე სცილდება დოზის ფარგლებს. ღვინის სმა საქართველოში ცუდ ჩვევად არ მიიჩნევა, ამიტომ ალკოჰოლიზმს უფრო ხშირად არ განიხილავენ ნარკომანიის კონტექსტში. ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილება გენეტიკურადაცაა განპირობებული. ის დამოკიდებულია იმაზეც, რამდენად რეზისტენტულია ადამიანი გარემო გამოცდების მიმართ: შეუძლია თუ არა მას გაუწიოს წინააღმდეგობა სოციალურ სიტუაციას, რომელიც უბიძგებს სმისკენ.

გარდა იმისა, რომ ალკოჰოლიკები საკუთარ ჯანმრთელობას ვნებენ, ისინი ასევე უარყოფითად მოქმედებენ მათ გარშემომყოფებზე – განსაკუთრებით ოჯახის წევრებზე. მაგალითად, აშშ-ში გარდა იმისა, რომ არსებობს ანონიმურ ალკოჰოლიკთა კლუბები, ასევე არსებობს ანონიმურ ალკოჰოლიკთა შვილების კლუბები. ალკოჰოლიკთა შვილები ყალიბდებიან განსხვავებულ გარემოში, სადაც, ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს ძალადობას. ეს უარყოფითად აისახება მათ პიროვნებაზე. შემდგომში მათაც უჩნდებათ ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილება.

ალკოჰოლიზმს განაპირობებს ცხოვრების პერსპექტივების არარსებობის შეგრძნებაც, როცა ადამიანი სმით ახდენს თვითრეალიზაციას და სიცარიელის შევსებას. ეს აქტივობა მას დროებით კმაყოფილებას აძლევს, მაგრამ ზოგადად მის ცხოვრებაზე დამანგრევლად მოქმედებს.

ალკოჰოლიზმის განკურნების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. რუსუდან ციცქიშვილის თქმით, ჯგუფური თერაპიული მეთოდი, რომელიც ასეთი პოპულარულია უცხოეთში, შესაძლოა საქართველოში ნაკლებეფექტიანი იყოს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ქართველები, რამდენადაც კოლექტივისტური ერი ვართ და ჯგუფში პრობლემის გამოტანა და აღიარება ნაკლებ მოხერხებულად მიგვაჩნია. კარგი იქნება, თუკი ინდივიდუალურ კონსულტაციას მოჰყვება უკვე ჯგუფური თერაპია.

როგორც ნარკოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ირინა ამნიაშვილმა გვითხრა, ალოჰოლიკთა სტატისტიკა, რაც მათ აქვთ, ძველია და, ფაქტობრივად, არ არსებობს. ნარკოლოგიურ ინსტიტუტს ალკოჰოლიზმის მკურნალობის ყველა წამყვანი მეთოდი აქვს, თუმცა, ბოლო წლებში არავის მიუმარ- თავს ამ პრობლემის მოხსნის სურვილით. ალკოჰოლიზმის განვითარება ახალგაზრდებში კი, ირინა ამნიაშვილის თქმით, განპირობებულია უსაქმურობითა და ცუდი მიკროსოციუმით.

This entry was posted in No! No! No! and tagged . Bookmark the permalink.

One Response to ალკოჰოლი გართობაა ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s