რატომ გვეზარება ვარჯიში

მხედველობაში ის ათასობით მიზეზი თუ საბუთი გვაქვს, ხელს რომ გიშლით, ექიმებს ან, უბრალოდ, საღ აზრს დაუჯეროთ და ფიზიკურ აქტივობას მეტი დრო მოახმაროთ.

აბა, სად მცალია!

გაგიკვირდებათ და დროის დეფიციტი ხშირად მხოლოდ ილუზიაა. მსოფლიოში ყველაზე მოუცლელი ხალხი – პოლიტიკოსები, ბიზნესის გიგანტები, საქმიანი ქალბატონები, თავიანთი უაღრესად დატვირთული განრიგის მიუხედავად, სპორტისთვის კვირაში რამდენიმე საათის პოვნას მაინც ახერხებენ.

ქანცის გასაწყვეტად სამსახურიც (საოჯახო საქმეებიც) მყოფნის

დაძაბული დღის ბოლოს სრული გამოფიტვის შეგრძნება ბევრისთვის ნაცნობია, ამ ფონზე კი მეგობრების მონათხრობი, რეგულარულად და, რაც მთავარია, სიამოვნებით რომ ვარჯიშობენ, მწარე დაცინვად გეჩვენებათ. სად ვიპოვოთ ძალა და ენერგია ჰანტელებით საბურთაოდ, როცა მნიშვნელოვანი საქმეებისთვისაც კი კატასტროფულად არ გვყოფნის?
რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, სწორედ ჰანტელებით ბურთაობა აგავსებთ ახალი ძალით. ჯერ ერთი, ფიტნესი საქმიანობის შეცვლაა, რაც თავისთავად დასვენებას წარმოადგენს, მეორე – ფიზიკური ვარჯიში ორგანიზმში ქიმიური რეაქციების მთელ ჯაჭვს ააქტიურებს: ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, სისხლში განსაზღვრული ჰორმონები გადმოიტყორცნება, რომლებიც ტონუსსაც სწევს და გუნება-განწყობასაც აუმჯობესებს.

ჩემს ასაკში რაღა დროს ვარჯიშის დაწყებაა?

ვარჯიშის დაწყება არასოდეს არის გვიან, შესაფერისი სახეობისა და დატვირთვის ინტენსივობის შერჩევა კი პროფესიონალების საქმეა. 

ამ კვირაში ერთი ვარჯიში უკვე გავაცდინე, ორშაბათიდან ყველაფერს თავიდან დავიწყებ

ასე მონდომებულად ვარჯიშობდით, ვახშამზეც გმირულად ამბობდით უარს და ეს ყველაფერი – ამაოდ. მექანიზმი ზუსტად ისეთივეა, როგორიც დიეტის დროს: მთელი კვირა ცდილობთ, სწორად იკვებოთ, შემდეგ კი ხელი ნამცხვრისკენ წაგიცდებათ, ჩათვლით, რომ დიეტა წყალში ჩაიყარა და გოჭს თუ არა, ერთ ტორტს ზედ ნამდვილად დააყოლებთ.
სინამდვილეში ერთი გაცდენილი ვარჯიში, ისევე, როგორც ნამცხვრის პატარა ნაჭერი, კატასტროფა არ გახლავთ. ბოლოს და ბოლოს, ცოცხალი ადამიანი ხართ და იდეალურობამდე, ბუნებრივია, ბევრი გაკლიათ. თავს მკაცრად ნუ განსჯით. უბრალოდ, ადექით და ვარჯიშიც და დიეტაც მეორე დღესვე განაახლეთ.

Source www.aversi.ge    G.A.


This entry was posted in ვარჯიში-სპორტი. Bookmark the permalink.

2 Responses to რატომ გვეზარება ვარჯიში

  1. GBRRR says:

    თუ ზედიზედ ერთხელ მაინც გავაცდინე ძნელია მერე დავუბრუნდე ხოლმე😦
    ახლა ტრამვა მქონდა ფეხზე, თებერვლიდნა მოყოლებული არ მივარჯიშია😦
    ძალიკიან მინდა დავუბრუნდე😦

    • როგორ ამბობენ, მთავარია სურვილი და აუცილებლად ყველაფერი გამოგივა. თუ ჩვენ მოტივაციის ამაღლებაში დაგეხმარებით ძალიან გაგვიხარდება:))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s