სექსი_1000 ავადმყოფობის წამალი

სექსი – საუკეთესო წამალი სტრესის წინააღმდეგ
სექსუალური ურთიერთობა დადებითად მოქმედებს განწყობაზე. ამაღლებს იუმორის შეგრძნებას. ყურადღებით დააკვირდით ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ბოროტდებიან და ბრაზდებიან – უდავოა, რომ მათ სექსუალურ ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არ არის. ასე რომ, თუკი თქვენ არ გსურთ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იყოთ, სწრაფად მოჰკიდეთ ხელი მეუღლეს და საძინებელი ოთახისკენ გაემართეთ.

სექსი – საძილე საშუალების ნაცვლად
უძველესი დროიდან ქალები მამაკაცებს საყვედურობენ, რომ ისინი მყისვე იძინებენ, სექსისი შემდეგ, მაგრამ რა არის გასაკვირი ამაში? წარმატებული სექსი ხომ ზედმეტი დაძაბულობისგან ათავისუფლებს ადამიანს. სხვათა შორის, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ იმაზე, რომ სიყვარულით ტკბობის გამო გამოძინებას ვერ მოასწრებთ… სექსის შემდეგ ტვინი ორჯერ უფრო უკეთესად ისვენებს, ვიდრე ჩვეულებრივი ძილის დროს.

სექსი – სისხლის მიმოქცევის სტიმულატორი
ესეც ბუნებრივია, რადგან გული უფრო სწრაფად სცემს, მაგრამ, რაც მთავარია, სიყვარული აუმჯობესებს პერიფერიულ მიმოქცევას და ხელს უშლის ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.

სექსი – პროსტატის კიბოს წინააღმდეგ
გარკვეულ ასაკს მიღწეულ ნებისმიერ მამაკაცს ემუქრება ამ დაავადების საფრთხე, მაგრამ ექიმთა მტკიცებით, სექსი მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს.

სექსი- გახდომის საშუალება
ეს საკმაოდ მარტივია: ათწუთიანი აქტიური სექსის დროს იწვება 200 კ/კალორია. ასე რომ, გადაწყვიტეთ, რამდენი კალორიის მოცილება გსურთ.

სექსი- კოსმეტიკური მასაჟის ნაცვლად
კოცნის დროს სახის 29 კუნთი მუშაობს. არც ერთი სახის კოსმეტიკური მასაჟი არ არის ამდენად ყოვლისმომცველი.

სექსი და მეხსიერება
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ხნიერი ადამიანები, რომლებიც სექსუალურ აქტივობას ინარჩუნებენ, ასაკის მიუხედავად შესანიშნავი მეხსიერებითა და თავის ტვინის ნორმალური მოქმედებით გამოირჩევიან.

სექსი- უნაყოფობის მკურნალი
რეგულარულ სექსუალურ ურთიერთობას ნორმაში მოჰყავს ჰორმონები დ უნაყოფობის რისკს ამცირებს.

მაშ ასე, გიყვარდეთ ერთმანეთი და ჯანმრთელობა არასოდეს გიღალატებთ!

P.S. ექსპერიმენტის შედეგები: როგორც ბლოგის სტატები გვიჩვენებს, ამ თემის მიმართ თქვენი ინტერესი აშკარა(პოსტმა ჯერჯერობით არსებული ბლოგის ყველა რეკორდი მოხსნა) ასე რომ, გადავწყვიტე ახალი კატეგორია დავამატო–სექსი და ჯანმრთელობა. ვეცდები, მოგაწოდოთ საინტერესო იფორმაციები, თუ რა სარგებლობა მოაქვს სექსს ჩვენი ჯანმთელობისთვის.

N.G.

This entry was posted in სექსი და ჯანმრთლობა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to სექსი_1000 ავადმყოფობის წამალი

  1. გავითვალისწინებ!

  2. ნამდვილად გასათვალისწინებელი რჩევებია:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s