გული და ჯანმრთელი ცხოვრების წესი

გული საოცარი ორგანოა. მის მუშაობაზე აისახება ორგანიზმში მიმდინარე ყოველი პროცესი, დადებითი თუ უარყოფითი განცდა, გარესამყაროსთან უწყვეტი კავშირი. იგი პასუხობს ადამიანის ცხოვრების ყოველ მოვლენას.

როგორ ვიცხოვროთ, რომ გულმა არ შეგვაწუხოს?

გულით ავადობის შემცირებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელი გარემო ასრულებს.
ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას რეალურად მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა ის თავს ახსენებს. არადა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილება განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეც შესაძლებელია. საამისოდ საკმარისია, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღი წესს.

ჯანსაღი ცხოვრება შრომისა და დასვენების სწორი რეჟიმია, რაც რეკომენდებულ ფარგლებში ყოველდღიურ ფიზიკურ აქტიურობას, რაციონალურ კვებას, მავნე ჩვევების უარყოფას, ნორმალური წონის შენარჩუნებას მოიცავს.

ირველხარისხოვანი მნიშვნელობა სწორი კვების ჩვევების გამომუშავებას და სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნებას ენიჭება. სიმსუქნე სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას 8-10 წლით ამცირებს. აქედან გამომდინარე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან საბრძოლველად სიმსუქნის პროფილაქტიკა ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა.

საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ძირითადად მცენარეული. დღეში რამდენჯერმე უნდა მიირთვათ ხილი და ბოსტნეული, უმჯობესია უმად. ისინი ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ისევე მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესისათვის, როგორც სწორი კვება. ორივე ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ანელებს დაბერების პროცესს. ახალგაზრდებმა, რომლებსაც ნაკლებმოძრავი ცხოვრება უწევთ, ზომიერი ინტესივობის ვარჯიშს დღეში არანაკლებ ნახევარი საათი უნდა დაუთმონ.

ცხოვრების ჯანსაღ წესთან სრულიად შეუთავსებელია თამბაქოს მოხმარება. მწეველებთან ერთად თამბაქოს კვამლს ირგვლივ მყოფი არამწეველი ადამიანებიც სუნთქავენ და თავისდაუნებურად პასიური მწეველებად იქცევიან. დამტკიცებულია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება აქვს თამბაქოს ოდენობისა და მისი მოხმარების ხანგრძლივობის მიმართ.

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება უშუალოდ უკავშირდება ჰიპერტენზიას და ზრდის ინსულტის განვითარების რისკს. მცირეოდენი ალკოჰოლი, პირიქით, ანტიათეროსკლეროზულ ზემოქმედებას ახდენს, მაგრამ ასეთი ეფექტის მისაღწევად სუფთა ალკოჰოლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 10 გრამს, რასაც დაახლოებით ერთი ჭიქა ღვინო შეიცავს.


This entry was posted in სხვადასხვა. Bookmark the permalink.

One Response to გული და ჯანმრთელი ცხოვრების წესი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s