ფიგურული სრიალი და ჯანმრთელობა

ვფიქრობ, დამეთანხმებით – ფიგურული სრიალი ყველაზე მოხდენილი და გრაციოზული სპორტია. მას მთელ მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ ყინულზე სრიალით უამრავი დაავადებისგან განკურნებაა შესაძლებელი, მათ შორის – ისეთი რთული სნეულებებისგანაც კი, როგორიც ბრონქული ასთმა და სხვადასხვაგვარი ალერგიაა.

ფიგურული ციგურაობა მართლაც უამრავი ავადმყოფობის დაძლევაში დაგეხმარებათ. ჯერ ერთი, ისევე, როგორც სპორტის მრავალი სახეობა, ფიგურული სრიალიც ხელს უწყობს გაჯანსაღებას, გაკაჟებას, მით უმეტეს, ქალაქის პირობებში, სადაც ჰაერი ათასგვარი გამონაბოლქვით არის დაბინძურებული და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა ასე ჭირს. თუმცა ყინულზე სრიალს იმდენი სამკურნალო თვისება აქვს, რომ  გაკაჟება მასთან მოსატანიც კი არ არის. ციგურაობა გამორჩეულია იმით, რომ აქ სიამოვნება, გართობა, სპორტი და ჯანმრთელობა ერთმანეთთან ჰარმონიულად არის შერწყმული. არ არსებობს სპორტი, რომელსაც ბავშვი ასე მცირე ასაკიდან მოჰკიდებს ხელს. სამი წლის პატარას ვერ აიძულებთ, დილაობით ირბინოს, ყოველდღიურად ივარჯიშოს. ჩვენთან კი ორწელიწად-ნახევრის, სამი წლის ბავშვები სიამოვნებით მოდიან, თან ერთობიან და თან ორგანიზმს იკაჟებენ. ფიგურული სრიალი განსაკუთრებულია იმითაც, რომ არსად არის ისეთი სუფთა, დაწმენდილი ჰაერი, როგორიც ყინულის ირგვლივ. ასეთ ჰაერს იონიზებულს უწოდებენ. ეს არის გარემო ბაქტერიებისა და მტვრის ნაწილაკების გარეშე.

Posted By G.A.

This entry was posted in ვარჯიში-სპორტი. Bookmark the permalink.

One Response to ფიგურული სრიალი და ჯანმრთელობა

  1. კარგი პოსტია, მაგრამ ეს ნაწილი ვერ გავიგე ” ჩვენთან კი ორწელიწად-ნახევრის, სამი წლის ბავშვები სიამოვნებით მოდიან”. მხოლოდ copy paste sakmarisi ar aris:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s