კვება ვარჯიშის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ

იმისათვის, რომ გაემართოს სავარჯიშო დარბაზისკენ, ზოგი გულდასმით ემზადება, ამზადებს ყველაფერს, რომ სამსახურის შემდეგ მაშინვე მივიდეს დარბაზში. ზოგისთვის კი ეს უკვე ჩვევად არის ქცეული. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ყველას, ვინც დაკავებულია ფიტნესით, უნდა ვარჯიშიდან შედეგის დანახვა, მაგრამ ხანდახან ხდება, რომ სასურველი შედეგის მიღწევა ვერანაირად  ხერხდება. ეს აიხსნება იმით, რომ ხშირად ადამიანები ივიწყებენ, რომ აქტიური ცხოვრების რითმის გარდა საჭიროა სწორი კვება.

კვება ვარჯიშის დაწყებამდე

ვარჯიშის დაწყებამდე უნდა მიიღოთ საკვები, რომელიც შეიცავს ცილებს და ნახშირწყლებს და რაციონიდან გამოვრიცხოთ ცხიმი. ნახშირწყლების მიღება ვარჯიშის დაწყებამდე უზრუნველყოფს ტვინის და კუნთების ენერგიით მომარაგებას. თუ სხეულში ბევრი ცხიმია, ჟანგბადის დეფიციტის გამო ის ვერ უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის ენერგიის გადაცემას. ცილა, ვარჯიშამდე მიღების შემთხვევაში, გახდება წყარო ამინომჟავებისა და არა ენერგიისა. ვარჯიშის დამთავრების შემდეგ კი ცილების სინთეზი კუნთებში საგრძნობლად გაიზრდება. ცხიმი კი უნდა გამოვრიცხოთ ვარჯიშამდე, რადგან იგი ხელს უშლის კუჭის მუშაობას და ანელებს საკვების გადამუშავების პროცესს. საქმე იმაშია რომ კუჭში ცხიმიანი საკვები იმყოფება დიდი ხანი და შეიძლება გულისრევის მიზეზიც გახდეს. მაგალითისთვის კარგია ვარჯიშის დაწყებამდე მიირთვათ ბიფშტექსი კარტოფილთან, ფრინველის ხორცი ბრინჯთან ან ომლეტი. ამასთანავე არ არის აუცილებელი იმდენი შეჭამოთ, რომ შემდეგ ვეღარ იმოძრავოთ. სასურველია ვარჯიშის დაწყებამდე მიიღოთ მაგარი შავი ან მწვანე ჩაი. რაც დაგეხმარებათ იმ ნივთიერებების გამომუშავებაში, რომლებიც მობილიზებას უკეთებენ ცხიმს ცხიმოვანი უჯრედებიდან, რომ შემდგომ გამოვიყენოთ იგი როგორც საწვავი ვარჯიშის დროს. ასეთ შემთხვევაში ვარჯიშის დროს დაწვავთ უფრო მეტ ცხიმს.

სითხის მიღება ვარჯიშის დროს

ვარჯიშის დროს მთავარია არ დაგვავიწყდეს სითხის მიღება. თუ ამ დროს იგრძენით წყურვილი, დაღლა, მადის მოშლა, თავბრუსხვევა, პირის ღრუს და ტუჩების სიმშრალე, შეაჩერეთ ვარჯიში და მიიღეთ სითხე. სითხის მიღების რეჟიმი მგდომარეობს შემდეგში: ვარჯიშის დაწყებამდე უნდა მიიღოთ 1 ჭიქა წყალი და ყოველ 15–20 წუთში მოსვათ ცოტ–ცოტა. სასურველია ვარჯიშის დროს მიიღოთ ვიტამინების შემცველი ხილის წვენები. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ხართ გადაღლილი და გული აჩქარებული გაქვთ, აუცილებელია ჯერ დაისვენოთ და შემდეგ მიიღოთ სითხე.

კვება ვარჯიშის შემდეგ

ვარჯიშის შემდეგ სასურველია მიიღოთ საკვები პირველ 20 წუთში. თუ ვაჯიშის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არაფერს არ შევჭამთ ვარჯიში დაკარგავს აზრს. რადგან ამ შემთხვევაში თქვენ უბრალოდ დაწვავთ ცოტა ცხიმს, კუნთს კი ძალიან მცირე სარგებელი ექნება. ვარჯიშის შემდეგ კარგია თუ მიიღებთ ისევ ცილებს და ნახშირწყლებს. ის, რაცას ვარჯიშის შემდეგ 20 წუთის განმავლობაში მიირთმევთ, წაადგება კუნთის მასის ზრდას და კუნთის აღდგენას, ცხიმში კი საკვების არც ერთი კალორია არ წავა. ვარჯიშის შემდეგ, 2 საათის განმავლობაში, სასურველია არ მიიღოთ შოკოლადი, ყავა, ჩაი და კაკაო – საკვები რომელიც შეიცავს კოფეინს.

T.A

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

7 Responses to კვება ვარჯიშის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ

  1. თაკო, ძან საყვარელი პოსტია, ისეა გაფორმებული რო წაკითხვა მოგინდება:) N.G.

  2. Katieé.Ge says:

    დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან არაკომპეტენტური ინფორმაციაა.

    ყველა(!!!) ფიტნესკლუბში უწევენ რეკომენდაციას, ვარჯიშამდე და ვარჯიშის მერე მინიმუმ 1 საათის განმავლობაში არ(!!!) ჭამოთო!
    და დავიჯერო, ამდენ ფიტნესკლუბში არაფერი იციან და ამ ბლოგზე ახალი ამერიკა აღმოაჩინეს?

    ცილების მიღება ვარჯიშამდე რამდენიმე საათით ადრე ხელს უწყობს კუნთის ჩამოყალიბებას, ასე ამიხსნა უკვე რამდენიმე ტრენერმა (მე სპორტისგან შორს ვარ, მაგრამ ტრენერებიდან ერთერთი ტანვარჯიშში საქ. ნაკრების წევრიც იყო). ამიტომ, ცილების მიღება არაა სასურველი იმისთვის, ვისაც კუნთების ფორმირება არ სურს.

    თქვენი პოსტის მიხედვით კი ადამიანი შეცდომაში შეგყავთ.

    ვარჯიშის მერე 20 წუთში ჭამის თაობაზე საერთოდ არც ღირს კომენტარის გაკეთება.

    ვიმეორებ,
    თუ ასეთ რჩევებს აძლევთ, მაშინ უნდა დააკონკრეტოთ კიდეც, რომ ასეთი ვარჯიში დაკუნთვის და ბოდიბილდინგისთვის მომზადების მსურველთათვისაა და არა მათთვის, ვისაც სურს სხეულის ფორმა და წონა აკონტროლოს ვარჯიშით.

    პ.ს. იმედია ჩემს კომენტარს არ წაშლით.

    • Katieé.Ge says:

      თუ ფოტოებს ამოშლით და კუნთიანი ბიჭების ფოტოებით ჩაანაცვლებთ, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. სხვაგვარად, პოსტის და ბლოგის შეფუთვა ცალსახად შეცდომაში შემყვანია.

    • ეს უბრალოდ ერთ–ერთი თეორიაა, ალბათ კიდევ არსებობს სხვა თეორიებიც

    • რა თქმა უნდა არ წავშლით, შენი კომენტარიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა:))

  3. kakhaber88 says:

    კი მართალია Katieé.Ge ეს არის მათთვის ვისაც უნდა რომ “დაიკუნთოს”

  4. kakhaber88 says:

    ხო და აქვე დამავიწყდა მეთქვა, მადლობა პოსტის ავტორს კარგი ნამუშევარია, მე წამადგა ეს ინფორმაცია )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s