მადის მოტყუების 20 ძირითადი ხერხი

1. ჭამის წინ დალიეთ ჭიქა მინერალური წყალი ან ტომატის წვენი. თქვენ სრულად დაიოკებთ მადას (დილით ჩვეულებრივ ჭამა არც გვინდა ხოლმე) და მიირთმევთ ჩვეულებრივზე  მესამედით  ნაკლებს.

2. საკვები პატარა ზომის თეფშზე მოათავსეთ  ასე ულუფა უფრო დიდი მოგეჩვენებათ, და თქვენ, დაამშვიდებთ რა თავს იმით, რომ რამდენიც საჭიროა, იმდენი მიირთვით, დამატებაზე უარს იტყვით. მხედველობის ასეთ მოტყუებას კიდევ უფრო გააძლიერებს ცისფერი ჭურჭელი. დიახ, დიახ, ფსიქოლოგები გამუდმებით აღნიშნავენ, რომ ცისფერი ძალიან ამშვიდებს და აოკებს მადას; ხოლო მკვეთრი ფერები, პირიქით, მას აქეზებენ.

3. კერძს ნუ დაუმატებთ სანელებლებს და სუნელებს, ისინი შიმშილის გრძნობას ამძაფრებენ. იდეალურია, თუ მარილზე და პილპილზეც უარს იტყვით.

4. ჭამეთ ნელა, აუჩქარებლად, ნელა დაღეჭეთ საჭმელი  მოკლედ, როგორც გვასწავლიდნენ ბავშვობაში, ადექით მაგიდიდან მსუბუქი უკმარისობის გრძნობით. საქმე იმაშია, რომ მექანიზმი, რომელიც პასუხობს დანაყრებას, ამოქმედდება საკვების მიღებიდან 20 წთ-ის შემდეგ.

5. მაცივრების შესახებ! სჯობს არ დატანჯოთ თავი და საერთოდ არ შეინახოთ მასში მაღალკალორიული პროდუქტები. ფიქრი იმაზე, რომ სადღაც გადამალავ გემრიელ ნამცხვარს სტუმრის შესაძლო ვიზიტისთვის – უშედეგოა. ერთ მშვენიერ საღამოს, სტუმრის ნაცვლად, სასიამოვნო დესერტისკენ გული თავად გაგიწევთ.

6. ხილი, ბოსტნეული და სხვა დიეტური საშუალებები უმჯობესია დადოთ ხელმისაწვდომ, გამოსაჩენ ადგილას. როცა რაიმეს მირთმევის სურვილი გაგიჩნდებათ, ხელი მას წაატანეთ.

7. გადაეჩვიეთ ტელევიზორთან, გაზეთის კითხვისას, ან კროსვორდის ამოხსნისას ჭამას. ნუ გარისკავთ, გაერთოთ ისე, რომ შემდეგ დაადანაშაულოთ თავი.

8. საყიდლებზე და სუპერმარკეტებში იარეთ მაძღარი კუჭით. მაშინ ვეღარ დაგიმორჩილებთ ცდუნება – მაცივრის გასავსებად იყიდოთ ყველაფერი და ბევრი.

9. თუ არ შეგიძლიათ, დაელოდოთ სადილს, გაუმასპინძლდით საკუთარ თავს პატარა კანფეტით. მასში კალორია არც ისე ბევრია. სამაგიეროდ. ნახშირწყლები სწრაფად შეითვისება სისხლში და შიმშილის გრძნობა ქრება. ამიტომ არ გვაძლევდნენ ბავშვობაში ტკბილს ჭამის წინ.

10. დღიური ულუფის 80% უნდა მივიღოთ საუზმეზე ან სადილზე. დილის რაციონში სასურველია ჩავრთოთ გაღვივებული მარცვლეული (ხორბალი, ჭვავი, ქერი � მათში ბევრი B ვიტამინია, რომელიც ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას და წყლის შეკავებას უშლის ხელს). გარდა ამისა, მარცვლეულის კანის გადამუშავებას სჭირდება მეტი დრო და ამ პერიოდში ორგანიზმი არ გრძნობს შიმშილს.

11. სადილზე აუცილებლად უნდა მიირთვათ ბოსტნეულის სალათი  ის ანაყრებს კუჭს და სისხლში ქოლესტერინის შემცველობას ამცირებს.

12. ყოველდღიურ რაციონში შეიტანეთ პარკოვანი პროდუქტები  ლობიო, ბარდა. ესენი აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას და სწრაფად ავსებენ კუჭს.

13. შიმშილის გრძნობა გვიან ღამით განსაკუთრებულად მწვავდება, თუ მშიერი კუჭით დაძინება არ შეგიძლიათ, ივარჯიშეთ; ფიზიკური დატვირთვა დაწვავს მცირეოდენ კალორიას და რაიმე გემრიელზე ფიქრსაც აგაშორებთ.

14. თუკი ძილის წინ შიმშილს გრძნობთ, სწრაფად გაიხეხეთ კბილები. შთაგონება, რომ კბილებს იხეხავთ ჭამის შემდეგ, მოგეხმარებათ სურვილის დათრგუნვაში.

15. უკიდურეს შემთხვევაში ღამით შეიძლება დალიოთ ნახევარი ჭიქა მსუბუქი თბილი ჩაი ლიმონით ან მცირეცხიმიანი ნაღებით. ეს ამასთანავე უძილობის წამალიცაა.

16. ვისაც ახასიათებს უზომოდ ჭამა, სჯობს გადავიდეს 5-ჯერად კვებაზე. იმ პირობით, რომ ულუფა იქნება მცირე, საკვები კი – დაბალკალორიული. სრულფასოვან საკვებად ითვლება ვაშლი, ჭიქა კეფირი, უცხიმო იოგურტი. ვაშლი უნდა მივირთვათ თესლებით, ის იოდის დღიურ ნორმას შეიცავს.

17. მადის მოტყუება შეიძლება ქლიავისა და ლეღვის ნაყენით. რეცეპტი უბრალოა: 0, 5 კგ. ნაყოფს 3 ლ. წყალი დავასხათ და ვხარშოთ, სანამ რბილობი არ ჩაითუთქება და წყალი არ აორთქლდება 2, 5 ლ-მდე. უნდა დალიოთ 0, 5 ჭიქა ჭამამდე რბილობთან ერთად.

18. მადის დასათრგუნად გამოიყენება დღეისათვის საკმაოდ მოდური არომათერაპიაც. როგორც კი მადის უზომო მოზღვავებას იგრძნობთ, დაყნოსეთ გრეიფრუტის კანი, ან მიიტანეთ ცხვირთან ახლოს რომელიმე სუნამო ან ეთერზეთი (განსაკუთრებით ეფექტურია ყვავილის ან ხილის არომატი). შიმშილის და ყნოსვის ცენტრები გვერდიგვერდ მდებარეობენ, ამიტომ ყნოსვას შეუძლია დროებით დაგვავიწყოს შიმშილი.

19. ხშირად ჩაიცვით ვიწრო ქვედაკაბა ან შარვალი  დიდი რაოდენობით სადილი თქვენში ფიზიკურად ვერ მოთავსდება.

20. და ბოლოს, რაც მთავარია: საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი და დაბალანსებული, შეიცავდეს საკმაო რაოდენობით ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს და მიკროელემენტებს. თუკი ორგანიზმი დროულად მიიღებს მისთვის საჭირო ნივთიერებებს, არ მოგიწევთ მადასთან ბრძოლის ხერხების და ტყუილების მოფიქრება.

This entry was posted in დიეტა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s