თმის მოვლის ბუნებრივი საშუალებები

თმის მოვლის ბუნებრივი საშუალაბები:

  • კარგად ათქვიფეთ კვერცხი და თავის დაბანამდე ნახევარი საათით ადრე შეიზილეთ თმის ძირებში.
  • მშრალი თმისთვის რეკომენდებულია დაბანის შემდეგ თაფლიანი წყლის გადავლება: ერთ ჭიქა წყალს ერთი სადილის კოვზი თაფლი უნდა შეურიოთ. თაფლი არბილებს თმას და ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას.
  • ცხიმიან თმაზე დაბანის შემდეგ სასურველია ლიმონიანი წყლის გადავლება (ერთი ლიმონის წვენი ერთ ჭიქა წყალზე).
  • ქერტლის მოსაცილებლად შეათბეთ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი, შეიზილეთ თმის ძირებში და მთელი ღამით დაიტოვეთ. დილით შეიზილეთ ლიმონის წვენი და 30 წუთის შემდეგ კარგად დაიბანეთ სუფთა წყლით.
  • მტვრევადი, მშრალი და დაზიანებული (ფენისა და ხშირი ღებვისგან გაუხეშებული) თმისთვის რეკომენდებულია ასეთი ნარევი: აიღეთ ერთი ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა ზეითუნის ან შირბახტის ზეთი და 3 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ, შეიზილეთ თმაში და დილამდე დაიტოვეთ. ნარევი თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ. ყოველი დაბანის წინ ინტენსიური მასაჟით შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი, 2 საათს გაიჩერეთ და შემდეგ კარგად დაიბანეთ შამპუნით. ამ პროცედურის რეგულარულად ჩატარება თმას აჯანსაღებს.
  • ნამდვილი ინა თმის საუკეთესო ბუნებრივი კონდიციონერია. ის ამაგრებს და კვებავს თმის ძირებს, არბილებს, ელასტიკურობას, ბზინვარებასა და პეწს ანიჭებს ღერებს. ინის ფხვნილს დაამატეთ 2 ს/კ ლიმონის წვენი, 2 კვერცხი და ცოტაოდენი ხაჭო. მიღებული მასა წაისვით თმაზე, 30 წუთს გაიჩერეთ და გულდასმით ჩამოიბანეთ.
  • სასურველია, დაბანის შემდეგ თმაზე ულუმბოს თესლის ნაყენი გადაივლოთ (მცენარის თესლი წყალში მთელი ღამით გააჩერეთ, დილით კი გადაწურეთ). კარგია საათას ყვავილების ნაყენიც. სასურველია, წყალში ჩაყრამდე ყვავილები ხელით დააქუცმაცოთ. თუ გრილ წყალში ჩაყრით, მთელ ღამეს დატოვეთ, თუ ცხელში – 3-4 საათს. ნაყენის გადაწურვისას გაფუებული ყვავილები კარგად გამოწურეთ.

N.G.

This entry was posted in სხვადასხვა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s