იაპონური დიეტა

თუ არ იცით რომელ დიეტას მიმართოთ წონის ეფექტურად და სწრაფად დასაგდებად მაშინ გაეცანით ამ სტატიას. მანამდე კი რჩევის სახით გეტყვით, რომ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ყოველთვის მიირთვით ერთი ჭიქა მწვანე ჩაი. იაპონური დიეტის მთავარი წესის მიხედვით დღის მანძილზე ერთი ლიტრი მწვანე ჩაი მაინც უნდა მიიღოთ. შუალედებში წყურვილი შეგიძლიათ უბრალოდ მინერალური წყლით მოიკლათ. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ საჭმელი დიეტით დადგენილ კვებათა შუალედებში.

ბაღჩეულიდან გამორიცხეთ პომიდორი, ხოლო ხილიდან კი ყურძენი და ბანანი.
ორი თვის შემდეგ, როცა წონას საგრძნობლად დააგდებთ შეგიძლიათ გადახვიდეთ კვების ჩვეულებრივ, ძველებურ რეჟიმზე. მაგრამ ამასთან ყოველდღიურად მაინც უნდა მიიღოთ ერთი ჭიქა მწვანე ჩაი. ამგვარად სხეულის წონა ნელნელა თავად დაიკლებს დროთა მანძილზე. რაც აგარიდებთ კანის «ფორთოხლის ქერქის» ეფექტს და დაკიდებულ ნაწილებს.

ორი კვირის მენიუ

1 და 14-ე  დღე
საუზმე: ერთი ჭიქა მწვანე ჩაი და 100 გრამი უცხიმო ხაჭო.
სადილი: ორი ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 250 გრამი მოთუშული კომბოსტო და ერთი ჭიქა ვაშლის წვენი.
ვახშამი: 250 გრამი ორთქლზე მოხარშული თევზის ფილე, ახალი მწვანილით და ბოსტნეულის სალათით.

2-ე და 13-ე დღე
საუზმე: ერთი ჭიქა მწვანე ჩაი, რამოდენიმე ნაჭერი მაგარი ყველი, კრეკერი ან ორცხობილა.
სადილი: 250 გრ. მოხარშული თევზი, უმი კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით და ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.
ვახშამი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, 250 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, კიტრის ან უმი კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით და ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.

3-ე და 12-ე დღე
საუზმე: ერთი ჭიქა მწვანე ჩაი და 2-3 ნაჭერი დიეტური პური ან ნამცხვარი.
სადილი: მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო ან ყაბაყი, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი და 2 ვაშლი.
ვახშამი: ორი მაგრად მოხარშული კვერცხი, 25ო გრამი ძროხის მოხარშული ხორცი, ბოსტნეულის სალათი მწვანილითა და მცენარეული ზეთით, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი

4-ე და 11-ე დღე
საუზმე: ერთი ჭიქა მწვანე ჩაი და 100 გრამი უცხიმო ხაჭო
სადილი: თოხლოდ მოხარშული კვერცხი, სამი მოხარშული სტაფილოს, მცენარეული ზეთის და ერთი ს.კ. ყველისაგან  მომზადებული სალათი, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.
ვახშამი: ხილი სალათი. (უმჯობესია ავიღოთ ვაშლი ან ციტრუსები), ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.

5 და 10-ე დღე
საუზმე: ერთი ჭიქა მწვანე ჩაი და ორი ტოსტი ჯემით.
სადილი: მოხარშული თევზი, ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: ბოსტნეულისა და კუბიკებად დაჭრილი მაგარი ყველის სალათი, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.

6-ე და 9-ე დღე
საუზმე: ერთი ჭიქა მწვანე ჩაი და 2-3 დიეტური პური ან ორცხობილა.
სადილი: მოხარშული ქათმის ნახევარი, უმი კომბოსტოს სალათი, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.
ვახშამი: ორი მაგრად მოხარშული კვერცხი, უმი, გახეხილი სტაფილოსა და მცენარეული ზეთის სალათი, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.

7-ე და 8-ე დღე
საუზმე: ერთი ჭიქა მწვანე ჩაი, რამოდენიმე ნაჭერი მაგარი ყველი, კრეკერი ან ორცხობილა.
სადილი: 250 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი ბოსტნეულთან ერთად, მწვანე ჩაი და ხილი.
ვახშამი: ნებისმიერი ვახშამი ზემოთ ჩამოთვლილთაგან, გარდა მესამე დღისა.

მწვანე ჩაის მარგებელი თვისებები ანუ რა იწვევს გახდომის ასეთ ეფექტს?

იმისათვის, რომ მწვანე ჩაის გამახდუნებელი მოქმედება გამოეკვლიათ , იაპონელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტები თაგვებზე ჩაატარეს. თავიდან მათ მაძღრისად კვებავდნენ, რათა წონაში მოემატებინათ, შემდეგ ზოგიერთ მათგანს საჭმელში გაურიეს მწვანე ჩაის ფოთლები. ის ცხოველები, რომლებიც პერიოდულად იღებდნენ მწვანე ჩაის ფოთლებს სწრაფად გახდნენ და ორჯერ უფრო პატარა წონისანი გახდნენ, ვიდრე სხვა, ჩვეულებრივი წესით გამოკვებილი მღრღნელები.
საქმე იმაშია, რომ მწვანე ჩაიში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი სრულად ბლოკავს ფერმენტ – ამილაზის მუშაობას. ეს ფერმენტი იწვევს კრახმალის გავრცელებას ორგანიზმში. ასე რომ ამ დიეტის ეფექტი გავს იმ მტანჯველი დიეტების შედეგს, როცა აკრძალულია პურის და საერთოდ ცომეულის მიღება. რაც ყოვლად დაუშვებელია, რადგან ხორბლის ნაწარმი შეიცავს ორგანიზმისათვის მეტად საჭირო ნახშირწყლებს. მათი შეზღუდვა რა თქმა უნდა რაღაც დოზით აუცილებელია, მაგრამ სრული აღკვეთა არ შეიძლება. მწვანე ჩაის დიეტის უპირატესობაც ესაა – გინდათ ტორტის ნაჭერი? კი ბატონო, მიირთვით, ოღონდ ერთი ჭიქა მწვანე ჩაი დააყოლეთ.

N.G.

This entry was posted in დიეტა. Bookmark the permalink.

2 Responses to იაპონური დიეტა

  1. Katieé.Ge says:

    მწვანე ჩაი forever!🙂

  2. ეკა says:

    saintereso versiaa iaponuri dietis.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s