დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი 
ძირითადი აქცენტი ვერძებმა უნდა გააკეთონ ისეთ პროდუქციაზე, რომლის შემდგენლობაშიც შედის ვიტამინი K. მათ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხახვი, სტაფილო, კომბოსტო და ა.შ. ვერძები არიან ერთადერთები რომლებსაც დიეტის დროს თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ ქაშები. გარდა ამისა ხორცზეც არ უნდა ითქვას უარი, უპირატესობა ენიჭება ცხვრის ხორცს. იდეალური დესერტი მათთვის არის გრეიფრუტი და საზამთრო. ხოლო უარი უნდა თქვან ცხიმებზე, ყავაზე, დამარილებულ საკვებზე და ასევე 6 საათის მერე ჭამაზე.

კურო
ზოდიაქოს ნიშნის ეს წარმომადგენლები გამოირჩევიან განსაკუთრებული მიდრეკილებით გემრიელი საკვებისკენ. ამიტომ დიეტოლოგები მათ ურჩევენ მიეჩვიონ რაც შეიძლება ნელა ჭამას, მცირე პორციებით. კუროებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა პროდუქტი ვიტამინებით E, A და იოდის შემადგენლობით. ასევე კარტოფილი, კომბოსტო, გაროხი, პომიდორი. კუროთაგან ბევრი არის ტკბილეულის მოყვარული, თუმცა შაქარი ზუსტად ის ინგრედიენტია, რაც არ არის რეკომენდებული მათთვის. უმჯობესია ის შეიცვალოს გამომშრალი ხილით. ხოლო რაც შეეხება ხორცს, ის აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ საქონლის.

ტყუპები
მათი მთავარი ვიტამინია – C. ამიტომ მათთვის რეკომენდებულია მწვანე ხახვი დიდი რაოდენობით, ყვავილოვანი კომბოსტო, მჟაუნა, ნიახური, ჭინჭარი და კამა. იდეალურია მათთვის ასევე ხილი და ციტრუსების ყველანაირი სახეობა. გახდომაზე მეოცნებე ტყუპის ზოდიაქოს ნიშანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ამოიღოს რაციონიდან ცილოვანი საკვები, როგორიცაა ყველი, თხილი, ქათმის ხორცი.

კირჩხიბი
კირჩხიბებმა უნდა მიიღონ ვიტამინი – B, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი ნაწლავური და ნერვული სისტემისათვის. მათ დიეტაში აუცილებლად უნდა შედიოდეს სტაფილო, ისპანახი, მწვანე გაროხი, მწვანილეულობა, კარტოფილი და ბოლოკი. დესერტვისთვის მიირთვით ყურძენი, საზამთრო ან ქოქოსი. ხოლო ცილოვანი საკვებიდან უკეთესია მიიღოთ ზღვის პროდუქტები და ასევე დიდი რაოდენობის სითხე.

ლომი
გახდომაზე მეოცნებე ლომებისთვის საუკეთესო ვიტმინია – A. ხოლო გასახდომად საუკეთესო ბოსტნეულია სტაფილო, გოგრა და პომიდორი, ასევე ნიორი, ჭარხალი და ბადრიჯანი. ასევე მისაღებია საკვები, გამდიდრებული С და E  ვიტამინით. იდეალური ხილია მათთვის ანანასი, მანდარინი. ასევე ქათმის ხორცი.

ქალწული
გახდომაში მათ დაეხმარებათ ვიტამინი – C. უნდა მიირთვან კომბოსტო, ხახვი, მჟაუნა, ჭინჭარი, ნიახური, დიეტაში მარცვლეულის გამოყენებაც რეკომენდებულია მათთვის. ხილის ნაირსახეობიდან შეიძლება მიირთვან ფორთოხალი, ბროწეული, ვაშლი. ხორცეულობიდან უმჯობესიაა შემოიფარგლონ მხოლოდ ცხვრის ხორცით. ხოლო რაც შეეხება ცხარე საჭმელებს უმჯობესია შეიკაონ თავი.

სასწორი
სასწორებს ასტროლოგები პირველივე რიგში ურჩევენ თავი შეიკაონ ტკბილეულისაგან და მარილიანი საკვებისაგან. ხოლო თუ სურთ გახდომა მაშინ უმჯობესია გახდნენ ვეგეტარიანელები. ვიტამინებიდან მიზანშეწონილია E, K და A. ეს შეილება იყოს ბოსტნეული, როგორიცაა კიტრი, ისპანახი და სხვა მწვანილები. ტკბილეულობა უმჯობესია ჩაანაცვლოთ ვაშლით, ბანანით, ატმით, მალინით ან ხურმით.

მორიელი
მათთვის ძალიან სასარგებლოა ზღვის პროდუქტები და თევზეულობა. თავი უნდა შეიკავონ მარილისგან და ცხარე საკვებისაგან. რეკომენდებულია ვიტამინები B,C და E. მიირთვით გრეიფრუტი, საზამთრო, სტაფილო, ნიორი, კომბოსტო, ნიახური და ხახვი. რაც მთავარია ისინი საჭმლის მომზადებისას უნდა იყენებდნენ მხოლოდ მცენარეულ ზეთს.

მშვილდოსანი
რაც შეეხებათ მშვილდოსნებს, მათთვის რეკომენდირებულია დიეტის დროს მიიღონ P და C ვიტამინები. მათი რაციონი უნდა შედგებოდეს კომბოსტოსაგან, კარტოფილისაგან, ჭინჭრისაგან, შავი სმაროდინისგან, ბადრიჯნისაგან და ა.შ. ხოლო რაც შეეხება ხორცეულს, დასაშვებია ღორის ხორცი, ისიც უცხიმო.

თხის რქა
დიეტაში ის წარმატებებს მიაღწევს თუ მიიღებს ვიტამინ D_ს. გინდათ წონის დაგდება მალევე, მაშინ დაიცავით ბოსტნეულის დიეტა, შეგიძლიათ მიირთვათ სტაფილო, ბადრიჯანი, ბოლოკი, ჭარხალი და ა.შ.

მერწყული
დიეტაზე მყოფი მერწყულისთვის საუკეთესო საკვებ ვარიანტად ითვლება მიუსლინი და უცხიმო რძე ან მოხარშული კვერცხი. შეგიძლიათ მიირთვათ ასევე ზღვისპროდუქტები. ხოლო შიმშილის გრძნობამ რომ არ შგაწუხოთ მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული.

თევზები
იდეალური დიეტა თევზებისათვის – ეს არის ზღვის პროდუქტებისაგან შმდგარი რაციონი. შეგიძლიათ მიირთვათ ყველანაირი სალათები (დაბალ სკალორიული). ძალიან სასარგებლოა კომბოსტოს წვენის მიღებაც. უნდა მიიღონ E ვიტამინით გამდიდრებული საკვები. ხოლო უარი უნდა თქვათ ყველანაირ დაკონსერვებულ საკვებზე.

მენიუ 18:00 საათის შემდეგ

არ მიირთვათ 18 საათის შემდეგ – წესი მათთვის ვინც ხდება. სინამდვილეში კი ამ წესს უნდა მისდევდეს ნებისმიერი, ეს არ არის დაკავშირებული მხოლოდ დიეტასთან, არამედ ჩვენი ორგანიზმის თავისებურებასთან.

ყველაფერი ცოცხალი და მათ შორის ჩვენი ორგანიზმიც ცოცოხლობს მზესთან მიმართებით. მზის ჩასვლასთან ერთად ყველაფერი იწყებს რითმის შენელებას და ემზადება დასვენებისთვის, მიძინებისთვის. აქედან გამომდინარე მზის ჩასვლის შემდეგ საკვების მიღება არღვევს ამ კანონზომიერებას, ხელს უშლის ორგანიზმის მომზადებას ძილისთვის და ჯანმრთელობას აყენებს ზიანს.

თაკუსიასგან🙂

This entry was posted in დიეტა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s