შოკოლადის სასარგებლო თვისებები

დღევანდელი დილის პოსტის თემა არც ჯანმრთელიო გამონათქვამები იქნება და არც სწორი კვებისადმი მოწოდებები. დღეს დილას შოკოლადით დავიწყებ:)

მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ შოკოლადი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა.

მაშ ასე, 7  ფაქტორი შოკოლადის სასარგებლოდ:

ენერგიის წყარო
ნახშირწყლები, რომლებიც შოკოლადში შედის, იძლევა ადვილადმისაწვდომ და სწრაფად წვისუნარიან ენერგიას, ხოლო ცხიმები, რომლებსაც შეიცავს კაკაოს კარაქი, სხვა პროდუქტებთან შედარებით უფრო ნელა ათვისებადია და ისინი ამარაგებენ ორგანიზმს ენერგიით უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ამიტომ, აუცილებელია შოკოლადი, თუკი აქტიური ცხოვრების წესი გაქვთ, ბევრს მოძრაობთ ან მისდევთ სპორტს. დაიანგარიშეთ, დაახლოებით რამდენ კალორიას წვავთ დღეში და აქედან გამომდინარე დაინიშნეთ დღეღამეში მისაღები შოკოლადის საშუალო დოზა. შოკოლადისგან მავნებლობა ამ ულუფით გამოირიცხება.

სასარგებლოა ტვინისათვის
უკვე დიდი ხანია, შემჩნეულია, რომ შოკოლადი აუმჯობესებს მეხსიერებას და, საერთოდ, დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. მეცნიერები თვლიან, რომ ფლავონოლები,  რომლებსაც შოკოლადი შეიცავს, შეიძლება სასარგებლო  იყოს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ტვინის მოქმედება გართულებულია, მაგალითად,  გადაღლილობის, ძილის უკმარისობის ფონზე. შოკოლადის ეფექტი დაკავშირებულია თავის ტვინის სისხლძარღვების  გაფართოებასთან. თავის ტვინის მნიშვნელოვანი უბნები იღებენ მეტ სისხლს და უკეთესად მარაგდებიან ჟანგბადით.

შოკოლადის კოფეინი
შოკოლადის ერთ ფირფიტაში მხოლოდ 30 მგ კოფეინია. მაშინ, როდესაც  ერთ ჭიქა ყავაში _ მთელი 180 მგ. ასეთი რაოდენობის კოფეინი სწორედაც რომ საკმარისია გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის  რბილი და სწორი სტიმულირებისათვის. არსებობს, ასევე, შეხედულება,  რომ კაკაო იმუნური სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სამკურნალო მიზნებისათვის, უმჯობესია, გამოყენებულ იქნას მხოლოდ მაღალი ხარისხის მწარე შოკოლადი.

სასარგებლო სურნელი
მეცნიერებმა მარგებლად აღიარეს თვით შოკოლადის სურნელიც კი. მისი განუმეორებელი არომატი  განპირობებულია თითქმის 40 აქროლადი შენაერთისაგან.  ალბათ  არ არსებობს ადამიანი, ვისთვისაც შოკოლადის ,,ტკბილი,”  მადისაღმძვრელი სურნელი უსიამოვნო ყოფილიყო. ფიზიოლოგებმა დაადგინეს, რომ ეს არომატი კეთილისმყოფელ ზეგავლენას ახდენს ფსიქიკაზე: ხსნის გაღიზიანებულობას, ამშვიდებს, აღადგენს სულიერ წონასწორობას. ეს, როგორც ჩანს, ხდება იმიტომ, რომ შოკოლადის სასუსნავთან დაკავშირებულია ჩვენი ბავშვობის ყველაზე სასიამოვნო მოგონებები. ხომ სწორად ყნოსვაა, რომელსაც ადამიანის გრძნობებს შორის აქვს ყველაზე ხანგრძლივი და მყარი ასოციაციური ,,მეხსიერება.”

ანტიდეპრესანტი
ალბათ მსოფლიოში თითქმის ყოველ ქალბატონს, ერთხელ მაინც, უიღბლო სიყვარულის სევდაზე ფირფიტა რძიანი შოკოლადი დაუყოლებია. ამას მეცნიერული ახსნაც აქვს. რძე და ნაღები ბუნებრივი ტრანკვილიზატორებია. ისინი ამშვიდებენ ნერვულ სისტემას, ამაღლებენ განწყობილებას და გვეხმარებიან  უძილობის  დაძლევაში.

აფროდიზიაკი
შოკოლადი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აფროდიზიაკია. ის შეიცავს ნივთიერებას სახელად ფენილალანინი – ამინომჟავა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ენდორფინების ჰორმონების ბუნებრივ გამომუშავებას, იწვევს აგზნებას და მსუბუქ ეიფორიას.

კარიესი და გამონაყარი
ის,  რომ შოკოლადისგან ჩნდება გამონაყარი და ორმოები კბილებში, – ერთ-ერთი ყველაზე დამკვიდრებული მითია. მაგრამ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აკნეს იწვევს კანის ზოგიერთი ჯირკვლის ზეაქტიური მოქმედება და არა შოკოლადი. ერთ-ერთ გამოკვლევაში მედიკოსებმა შეადარეს  ორი ჯგუფი. ერთ-ერთ ჯგუფს შესთავაზეს ,,შოკოლადის შემცვლელი”, რომელიც კაკაო მასას არ შეიცავდა,  მეორე  ჯგუფს – შოკოლადი, რომელიც 85% კაკაო-მასას შეიცავდა. საბოლოო  ჯამში ორ ჯგუფს შორის არავითარი განსხვავება არ აღინიშნებოდა. გარდა ამისა, მრავალი მკვლევარი მიიჩნევს, რომ შოკოლადი სასარგებლოა, ასევე, პირის ღრუსათვის. კაკაო შეიცავს ანტიბაქტერიულ კომპონენტებს, რომლებიც  კარიესს ებრძვიან, ხოლო შოკოლადში შემავალი ტონინები, ხელს უშლიან დენტალური ბაქტერიების წარმოშობას.

P.S. ყველაფერთან ერთად შოკოლადი, ისევე, როგორც ნებისმიერი საკვები, სასარგებლოა მხოლოდ გონივრულად განსაზღვრულ ფარგლებში. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში იმას არ გირჩევთ, სხვა ყველაფერზე თქვათ უარი და  გადახვიდეთ შოკოლადის დიეტაზე. შოკოლადის დღიური ნორმა ყველასათვის ინდივიდულაურია და მისი მიგნება შეიძლება მხოლოდ გამოცდილი გზებით. თუმცა ერთი რამ ცხადია, შეუძლებელია, შოკოლადის ულუფის ნორმა დღეში ერთ ფირფიტას აღემატებოდეს.

N.G.

This entry was posted in სხვადასხვა. Bookmark the permalink.

One Response to შოკოლადის სასარგებლო თვისებები

  1. One GoGoNa : )) says:

    mikaaalsh shokoladi sastaulaaaaaaaad😀😀😀 : ))))))))))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s