მზე-სიცოცხლის ელექსირი

2007 წელს ევროპულ ქვეყნებში ჩატარებულმა 18 მასშტაბური სამეცნიერო კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ D ვიტამინი, რომელიც კანზე მზის სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება, სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

4 მილიონზე მეტი ადამიანის გამოკვლევით დადგინდა, რომ კანში D ვიტამინის წარმოქმნა ამცირებს კიბოს განვითარებას, იცავს ძვლებს დაზიანებისაგან, ხელს უშლის ჰიპერტონიის, გაფანტული სკლეროზისა და შიზოფრენიის განვითარებასაც კი.

გარდა სასარგებლო D ვიტამინისა, მზის სხივების ზეგავლენით ორგანიზმში ე.წ. `სიხარულის ჰორმონები~ გამომუშავდება, რაც ადამიანს სეზონური დეპრესიის დაძლევაში ეხმარება.

მზეზე დიდხანს ყოფნის შემთხვევაში მზის სასარგებლო თვისებები ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათოდ გარდაიქმნება: `მზის სხივები ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა, მაგრამ არ შეიძლება პლაჟზე, თაკარა მზის ქვეშ ხანგრძლივად წოლა. 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე გარუჯვა რეკომენდებული არ არის.

დიეტოლოგები ამბობენ, რომ სიცხეში უმჯობესია მივიღოთ მაწონი და სხვა რძემჟავა პროდუქტები, რომლებიც კლავენ წყურვილს, ბადებენ სიმაძღრის შეგრძნებას და გვიცავენ ნაწლავური ინფექციებისგან. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე, უპირატესობა ახალგამოწურულ ხილისა და ბოსტნეულის წვენებს მიანიჭეთ და არა გაზიან, ტკბილ სასმელს. ზაფხულში რეკომენდებულია ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ A ვიტამინს.

N.G.

This entry was posted in სხვადასხვა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s