ცოტა რამ ფიზიოთერაპიის შესახებ

ფიზიკური ფაქტორების გავლენით, წყლისა და მზის ენერგიებით მკურნალობა უძველესი დროიდან არის ცნობილი. მაგალითად, ძველი ეგვიპტელები სამკურნალოდ იყენებდნენ ნილოსის ტალახს. მე–18 საუკუნეში – ელექტრობის აღმოჩენასთან ერთად ფიზიოთერაპია განსაკუთრებით განვითარდა.

ფიზიოთერაპია სამკურნალოდ იყენებს ჰავას, მზეს, მინერალურ წყლებს, ტალახს, ელექტრობას, სინათლეს, სითბოს.

ფიზიოთერაპია გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკისა და ავადმყოფობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის. პროფილაქტიკის მიზნით ჩატარებული ფიზიოთერაპიის კურსის შედეგად ორგანიზმი მაგრდება, ძლიერდება მისი წინააღმდეგობის უნარ–შესაძლებლობა სხვადასხვა დაავადებების მიმართ. ფიზიკური ფაქტორები ყველაზე მეტად და უშუალოდ მოქმედებს კანზე, რომელზედაც უამრავი ნერვული დაბოლოებაა. ისინი სხეულის სხვადასხვა ქსოვილსა და ორგანოს უკავშირდება. ასევე კანის კაპილარულ ქსელში ორგანიზმის სისხლის თითქმის მესამედი ბრუნავს. კანი მდიდარია ჯირკვლების ქსელით, სადაც ნივთიერებათა ცვლის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს, ამიტომ კანზე ფიზიკური ფაქტორების გავლენით, შეიძლება, ვიმოქმედოთ შინაგან ორგანოებზე, მათ გლუვ ქსოვილებზე, ფუნქციებზე, რადგან კანზე განხორციელებული ზემოქმედება იწვევს ორგანიზმის საპასუხო რეაქციებს.
ფიზიოთერაპიით მკურნალობას ურჩევენ ჰერპესის ვირუსის მატარებლებს, ბრონქიტის, ბრტყელტერფიანობის შემთხვევებში, პოდაგრით, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებით, ნევრალგიებით დაავადებულებს; უშვილობის სამკურნალოდ თუ დაზიანებულია ფალოპის მილები, ერექციული დისფუნქციისას, ფსორიაზისას, ეგზემისას და სხვა.

ჰიდროთერაპია – წყლით მკურნალობა, რომელიც იყენებს სხვადასხვა ტემპერატურის მტკნარ წყალს, განსხვავებით ბალნეოთერაპიისგან, რომელიც მინერალური წყლებით მკურნალობს. ჰიდროთერაპიასთან კომპლექსურად გამოიყენება თერმოთერაპია.

ჰიდროთერმოთერაპია ისევე, როგორც სხვა ფიზიოთერაპიული პროცედურები, კანზე გამოიყენება. თბილი, ცივი, ცხელი წყლის ზემოქმედება განსხვავდებულია ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს დროით ფაქტორსაც. მაგალითად, ხანმოკლე ცივი წყლის პროცედურა იწვევს ნერვული სისტემის აღგზნებას, ხანგრძლივი პროცედურა კი – პირიქით.

ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებისას სასურველია, 10–12 წუთით მიიღოთ 34–35 გრადუსი ტემპერატურის მქონე წყლის აბაზანა.

მდოგვის აბაზანა სასარგებლოა ფილტვების, ბრონქების ანთების, ზოგიერთი ქალური დაავადების დროს. 38 გრადუსი ტემპერატურის წყალში ჩაუშვით დოლბანდში გახვეული წინასწარ თბილ წყალში გახსნილი მდოგვი, ერთ ლიტრზე დაახლოებით ორი გრამი. აბაზანის მიღება სასურველია 5–10 წუთის განმავლობაში.

N.G.

This entry was posted in სხვადასხვა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s