ბედნიერების რეცეპტი

2004 წლის 16 ივლისს გამოქვეყნდა კარგი სიახლე მათთვის, ვისაც საძინებელი ოთახი უფრო აქტიური აქვთ, ვიდრე ბანკის ანგარიში. დიახ, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სექსი უფრო მნიშვნელოვანია თქვენი ბედნიერებისათვის, ვიდრე ფული. მაგრამ, ეს ისე არ გაიგოთ, თითქოს იყოთ ღარიბი და სექსუალურად აქტიური იყოს “SECRET” თქვენი ბედნიერებისა. ფართოდ გავრცელებული თეორია იმის შესახებ, რომ რაც მეტი გაქვს ფული, მით მეტი გაქვს სექსი და მით მეტად ბედნიერი ხარ, არ გამართლდა, როგორც “Happiness aconomics” ( ინგლისი ) მკვლევარებმა გამოაქვეყნეს.
ინგლისში ჩატარებული გამოკვლევების ნიადაგზე, რომელიც ჩატარდა 16.000 ადამიანზე, გაკეთდა ანალიზი და Darmouth College and Warwick University-ს ეკონომისტებმა განაცხადეს, რომ სექსი ისე ღრმად და პოზიტიურად აღწევს ბედნიერების განტოლებაში, რომ მათი გამოთვლებით, თუ ადამიანს სექსი ჰქონდა თვეში ერთხელ და შემდეგ მისი აქტიურობა ხდებოდა კვირაში ერთხელ, ეს ბედნიერება დაახლოებით იმ სიხარულს უტოლდებოდა, რასაც განიცდიდა ნებისმიერი ამერიკელი, რომ მისთვის წლის ბოლოს დამატებით $50.000 ეჩუქებინათ.
აღმოჩნდა, რომ გქონდეს ბევრი ფული, არ ნიშნავს გქონდეს ბევრი სექსი. არავითარ სხვაობას არ აძლევს შემოსავალი სექსუალური ურთიერთობების სიხშირეს. თუმცა დაადგინეს, რომ სექსი ძალიან დიდ როლს თამაშობს განათლებულ და ამავე დროს მდიდარი ადამიანების ცხოვრებაში ბედნიერებისათვის, რაც არ ხდება გაუნათლებელ და ნაკლებად განათლებულ ადამიანებში. ხანგრძლივი ქორწინების დროს სექსით მიღებული ბედნიერება შეფასდა წლის ბოლოს დამატებით $100.000 დოლარისაგან მიღებული სიხარულის ტოლფასად. განქორწინებულებში კი $66.000-ად.
ბევრი გამოკვლევები ამტკიცებს, რომ დეპრესირებულ ხალხს ნაკლებად აინტერესებთ სექსი. აქედან გამომდინარე, თუ არ ხართ დეპრესირებული, გაქვთ შანსი, რომ სექსუალურად აქტიური ოყოთ.
ჯერ კიდევ ბევრი კითხვები აქვთ ფსიქოლოგებს სექსსა და ბედნიერების შესახებ, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად უკვე დიდი ხანია იციან: ადამიანები, ვინც თავს ბედნიერებად თვლიან, საკმაოდ აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას ეწევიან.
და ბოლოს, არის თუ არა სექსი ბედნიერების მიზეზი თუ უკვე ბედნიერი ხალხი უფრო მეტად ეპატიჟება ერთმანეთს საწოლ ოთახში?
ეს კიდევ გამოკვლევების ქვეშ დგას, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ადამინის გონება და სექსი ერთმანეთს კვებავს.

N.G.

This entry was posted in სექსი და ჯანმრთლობა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s