ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ზემოქმედება ორგანიზმზე

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც პირველი ვაზი გაშენდა და ქართველი ის მევენახეა, რომელმაც კაცობრიობა ვაზის ღვთიურ ნაჟურს აზიარა.

ღვინის სამკურნალო თვისება საქართველოში ცნობილი იყო უძველესი დროიდან. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, ასევე ტრადიციულ მედიცინაში ღვინო ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სამკურნალო საშუალებად.
1933 წელს ფრანგმა მეცნიერმა, ექიმმა დენიაკმა დაამტკიცა, რომ იმ რეგიონებში  სადაც მისდევდნენ მევენახეობას და ღვინის წარმოებას, სიცოცხლის ხანგრძლივობა შედარებით მაღალი იყო, ვიდრ სხვა რეგიონებში.

ღვინის შემადგენლობაში შემავალი ტანიანი წარმოადგენს  კატარაქტის ეფექტურ  საპროფილაქტიკო საშუალებას. ლაბორატორიული ცდებით დამტკიცდა, რომ წითელი ღვინო (შეზავებულიც კი) ანადგურებს პოლიომიელიტის ვირუსს, ასევე მოქმედებს კოკსაკის და ჰერპეს ვირუსებზე.

დანიელმა მეცნიერებმა მიიღეს ახალი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ღვინის ზომიერი მიღება ამცირებს კიბოს და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს. ღვინის ეს თვისებები უკავშირდება მასში ფლავიონოიდების და ანტიოქსიდანტების შემცველობას. ღვინის ყველა ეს დადებითი თვისება ვლინდება მისი ზომიერი რაოდენობით მიღების (100-150მლ.) დროს.

ღვინის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს მოწამვლას და წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკ ფაქტორს. გადამეტებული რაოდენობით მიღება იწვევს ნერვული სისტემის დარღვევეას, აქვეითებს მხედველობის სიმახვილეს, ყურადღებას და სხვა.

მეცნიერების ჯგუფი ვარაუდობს, რომ ლუდი არანაკლებ სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ლუდი შეიცავს ვიტამინ B6-ს, რომელიც ამცირებს სისხლში ცილა ჰომოცისტენის დონეს (ეს ცილა ზრდის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს). ძველ დროში დაავადებულ ღვიძლს მკურნალობდნენ ლუდით, რომელსაც უმატებდნენ გვიმრას. ხველების, სასუნთქი გზების დაავადებების დროს ლუდს მიირთმევდნენ სალაბთან ერთად.
ლუდი ასევე გამოიყენება ყელის ტკივილის დროს. ძველად ლუდის საფურავს აძლევდნენ მოზარდებს გარდატეხის პერიოდში, რომელიც დადებითად მოქმედებდა მათ ორგანიზმზე.

ზომიერი რაოდენობით ლუდის მიღება ასევე დადებითად მოქმედებს ძვლებსა და კუჭზე.

Diana🙂

This entry was posted in სხვადასხვა and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s