გაზაფხულის მენიუ

ხმა – ჩალასავით მშრალი, ტუჩები – დამსკდარი, კანი – აქერცლილი, სახის ფერი – უფერული, გამომეტყველება – ნაღვლიანი. ასეთია ადამიანის ჩვეულებრივი პორტრეტი გაზაფხულზე ვიტამინების ნაკლებობის პერიოდში. თუ ეს სურათი სარკეში თქვენს გამოსახულებას ჰგავს, მაშასადამე საჭიროა მენიუში ცვლილებები შეიტანოთ და ვიტამინური პროდუქტებით გაამდიდროთ.

მწვანე სალათა. მასში უხვადაა ასკორბინის მჟავა (ს ვიტამინი) და ი ჯგუფის ვიტამინები. გარდა ამისა, სალათა ბოსტნეულს შორის უ ვიტამინის (ცნობილი ანტიმჟანგავი, რომელიც ნაოჭების გაჩენას აბრკოლებს, კანს გლუვს ხდის, თმას – ხშირს, სისხლძარღვებს – მაგარს) შემცველობით ჩემპიონია. მასში ასევე საკმარისადაა მაგნიუმი (რაც ფრჩხილებისა და თმის ჯანმრთელობისათვის აუცილებელია), იოდი და ფოსფორი (რომელიც მოხუცებულობაშიც კი სიბერის მარაზმისგან იცავს).

კომბოსტო C ვიტამინის მთავარი წყაროა. დღეში 100 გრამი კომბოსტო ამ ვიტამინზე ორგანიზმის დღიურ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს.

ლიმონი C ვიტამინის ერთ–ერთი საუკეთესო შემნახველია. ლიმონის რბილობი მდიდარია პექტინით, რომელსაც ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები გამოაქვს, გულ–სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებებისგან იცავს, ხოლო კანში არსებული ბიოფლავონოიდები წვრილ კაპილარებს ტონუსში ამყოფებს.

ბარდა. კონსერვირებული მწვანე ბარდა იმავე რაოდენობის ვიტამინების ნაკრებს შეიცავს, რასაც ქორფა. თუ გსურთ, ყოველთვის ახალგაზრდა და ენერგიით სავსე იყოთ, უპირატესობა ბარდას მიანიჭეთ. ბარდის ცილა შემადგენლობით ხორცის ცილასთან ახლოსაა. შეიცავს ამინმჟავებს, რაც ახალი უჯრედების ასაგებად აუცილებელია.

მჟაუნა. მას ხშირად “გაზაფხულის მეფეს” უწოდებენ. ავიტამინოზთან ბრძოლაში ის ორგანიზმის ერთ–ერთი მთავარი მოკავშირეა, ხოლო სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით მწვანე ბოსტნეულს მნიშვნელოვნად აღემატება. მჟაუნა მდიდარია ი ჯგუფის ვიტამინებით. მის ფოთლებში უხვადაა ვიტამინი ფ (მხედველობის სიმახვილეს ეხმარება), რკინა (სისხლის შემადგენლობას და კანის ფერს აუმჯობესებს), ფთორი (სასარგებლოა კბილებისთვის), კალიუმი (სისხლძარღვების კედლებსა და გულის კუნთს ამაგრებს), მაგნიუმი (პასუხისმგებელია ნერვული სისტემის კარგ მუშაობაზე).

ბოლოკი. მასში ბევრი ასკორბინის მჟავაა. რაც უფრო წითელია ძირხვენი, ს ვიტამინი მით უფრო მეტია. ბოლოკი ასევე მდიდარია ი ჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით, რკინით, ფიტონციდებით (ნატურალური ანტიმჟანგავები). სხვათა შორის, ბოლოკის ფოთლები არანაკლებ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს, ვიდრე ძირხვენი. ფოთლები სალათებს დაუმატეთ.

კეფირი. კეფირის მთავარი ღირსება ისაა, რომ ეს პროდუქტი შესანიშნავი წყაროა კალციუმისა და ფოსფორის, რომელთა გარეშე კარიესის მსხვერპლი ვიქნებოდით და ძვლების მოტეხილობით მუდამ დავიტანჯებოდით. გარდა ამისა, კალციუმი და ფოსფორი თავის ტვინის უჯრედების აგებაში მონაწილეობს, ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობას ხელს უწყობს და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს.

პომიდორი. მისი მთავარი ღირსება ნივთიერება ლიკოპენია, რომელიც ორგანიზმს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისა და ონკოლოგიური დაავადებებისგან იცავს. სამკურნალო ლიკოპენის რაოდენობა ხარშვის დროს ერთი მესამედით იზრდება.

N.G.

This entry was posted in ჯანმრთელი საუზმე and tagged , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s