მივხედოთ თვალებს

ვისაც დიდხანს უხდება კომპიუტერთან ან საჭესთან ჯდომა, ან სხვადასხვა მიზეზის გამო უწევს თვალების დაძაბვა (თვალები ეღლება და დროებით უქვეითდება მხედველობა) – მკურნალობაში დაგეხმარებათ შემდეგი საშუალებები:
1. ჯანმრთელ, მაგრამ დაღლილ თვალებზე დაიდეთ მაგარი ჩაის, გვირილის სუსტი ხსნარის კომპრესი ან წყალში გახსნილი თაფლის საფენები (1 ჩ/კ თაფლზე 0,5 ჩ/კ ცხელი წყალი).
2. ჭამეთ შავი და წითელი მოცვი როგორც ნედლი, ასევე გამხმარი და დამბალი. მოცვი აძლიერებს მხედველობას და ხელოვნური განათების პირობებში ხანგრძლივად მუშაობის შედეგად ხსნის თვალების დაღლილობას.
3. ავარჯიშეთ თვალები. ყოველდღე 30-ჯერ მაინც აიხედეთ ზევით, გაიხედეთ მარჯვნივ და მარცხნივ, დაიხედეთ ძირს. თვალებში სისხლის ცირკულაციის გასაძლიერებლად, პირის დაბანის დროს თვალებზე 40-ჯერ შეისხით ცივი წყალი.
4. დაღლილი თვალები დაიბანეთ ასკილის ყვავილის ნაყენით.
5. ყოველდღე დალიეთ პატარა სირჩით არყიანი კოჭას ნაყენი.
6. ძლიერი ნერვიულობისა და სტრესის შედეგად დროებით დაქვეითებული მხედველობის დროს მაგრად მოხარშული კვერცხი გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ გული და ცხელი ცილა დაიდეთ თვალებზე ისე, რომ გუგებს არ ეხებოდეს.

Diana🙂

This entry was posted in სხვადასხვა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s