ეს საინტერესოა… მათთვის, ვინც ხვრინავს

– უნდა გეძინოთ გვერდზე ან მუცელზე დაწოლილს და არავითარ შემთხვევაში ზურგზე: ამ პოზაში ენის ძირი ნაწილობრივ ეფარება სასულეს, რაც ხვრინვის მიზეზი ხდება;
– ხვრინვა შესაძლოა გამოიწვიოს ძილის ნაკლებობამაც; ამიტომ შეეცადეთ ადრე დაწოლას;
– სიგარეტს ნუ მოსწევთ მაინცდამაინც დაძინებისას. ასევე ძილის წინ მოერიდეთ ალკოჰოლურ სსმელებს;
– გაითვალისწინეთ, რომ დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი პრეპარატები ადუნებენ ენის, ხახისა და რბილი სასის კუნთებს, რაც იწვევს ხვრინვას;
– დაბოლოს, კიდევ ერთი რჩევა: დალიეთ ბოლოკის ფოთლისა და ნიახურის ნახარში წყალი – ხვრინვას უშველის
როგორ ვუმკურნალოთ ფსორიაზს
დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზია, პირველ რიგში, მუდმივი სტრესი, მეორე – ღვიძლის დაავადება და მესამეც – ფარისებური ჯირკვლის დაავადება. როგორც ირკვევა, ადამიანის ორგანიზმში მცირდება რკინისა და თუთიის შემცველობა. მკვეთრია ნაკლებობა ვიტამინებისა, განსაკუთრებით ი#– ვიტამინისა, იწყება თირკმელზედა ჯირკვლის ტკივილები. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსორიაზის მკურნალობისს სწორ კვებას. კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ გამოყანილი ხორცი, ღორის ხორცი, სალა, შებოლილი ძეხვი, ყავა, ჩაი.
– მომინანქრებულ ჭურჭელში მოვათავსოთ 200 გრამი კარაქი, წვრილად დაჭრილი 10 გრამი დინდგელი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 10–15 წუთი. გადმოვდგათ, გავწუროთ რამდენიმე ფენა მარლაში. მალამო შევინახოთ მაცივარში. ვისვათ მტკივნეულ ადგილზე.
ჩიყვს კაკლის მურაბა შველის
ჩიყვის მოსარჩენად კარგია კაკლის მურაბა, რომელსაც ვხმარობთ დაახლოებით ორი თვის მანძილზე. მკურნალობის დროს ვიყენებთ მხოლოდ კაკლის მარცვალს, რადგან მურაბის წვენში ბევრი შაქარია.
თაფლი კრუნჩხვის საწინააღმდეგოდ
დროდადრო შესაძლოა მოგივიდეთ ფეხისა და ტერფის კუნთების სპაზმა, რასაც თავს დააღწევთ 2–2 ჩაის კოვზი თაფლის მიღებით ყოველ ჭამაზე ერთი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ მდგომარეობა უმჯობესდება. თაფლის მიღება შეიძლება განუსაზღვრელი დროით გავაგრძელოთ – რეციდივების თავიდან აცილების მიზნით.
ზეთის მოყვარულებს გული არ უავადდებათ
როცა ადამიანი აღგზნებულია, ღელავს ან გადაღლილია, ყველაფერ სიკეთესთან ერთად, მეხსიერებაც საგრძნობლად უქვეითდება. ამ დროს გიჭირს გვარების, სახელების, ტელეფონის ნომრებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის დამახსოვრება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ტვინი შიმშილს განიცდის და შველას ითხოვს. აზროვნების პროცესი რომ სრულფასოვანი გახდეს, ტვინს, სულ მცირე ათი ნივთიერება სჭირდება. მაგალითად, გლუკოზა უჯრედებს ენერგიით ამარაგებს. მას დიდი რაოდენობით შეიცავს პური, კარტოფილი, ბანანი, ყურძენი და თაფლი; რკინა აუცილებელია ტვინის ჟანგბადით მომარაგებისათვის; ვიტამინები ი#ბ ი| და ი#–, უზრუნველყოფს ტვინის სწრაფ ჩართვას; თუთია და სპილენძი ააქტიურებს აზროვნების პროცესს; ლეციტინი აუმჯობესებს მეხსიერებას, ასევე, კონცენტრაციის უნარს; კალციუმი და მაგნიუმი კი ამაგრებს ნერვულ სისტემას. ზეთის მოყვარულებს გული არ უავადდებათ. ყოველთვის ეცადეთ, რომ საკვები მოამზადოთ მცენარეული ზეთით, ხოლო სალათები კი ნატურალური იოგურტით, ზეითუნისა და სიმინდის ზეთით შეკმაზოთ, რადგან ამ პროდუქტებში არის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ვიტამინები.
თუ გსურთ, ზეთმა თავისი სასარგებლო ნივთიერებები არ დაკარგოს, მაშინ სალათებს მოასხით ჭამის წინ, კერძები კი არ მოამზადოთ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე და ნახევარ საათზე მეტხანს.

Diana🙂

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s