სოლარიუმი და სიფრთხილე

ზაფხული უკვე საკმაოდ შევიდა ძალაში. იმატებს მხურვალე დღეების რაოდენობა. დადგა ლამაზი და ცხელი ზაფხული და ქალებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებს, სურთ რაც შეიძლება ლამაზად შეხვდნენ მას. მსუბუქად გარუჯული სხეული მათ სრულ კომფორტს უქმნის, ამიტომაც სოლარიუმებისკენ მიიჩქარიან!

გარუჯული კანი კარგ ჯანმრთელობასთან, ცხოვრების აქტიურ წესთან ასოცირდება. გარუჯული სხეული პრაქტიკულად ყველას უხდება და ამშვენებს. თანაც აქვს მნიშვნელობა მის ინტენსივობას! ვიღაცას არაჩვეულებრივად მომხიბვლელს ხდის მეტისმეტად შოკოლადისფერი ნამზეური, სხვას კი მსუბუქი ნარუჯი უფრო უხდება!სოლარიუმის შესახებ უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება არსებობს. ბევრი გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ თუ სწორად გაირუჯებით, მაქსიმალური სიფრთხილის დაცვით, ყურადღებით მოეპყრობით ყველა იმ მოსაზრებას, რომელსაც გამოთქვამენ სპეციალისტები, არანაირ ზიანს არ მიაყენებთ ჯანმრთელობას სოლარიუმში სიარულით!

თავიდან აიცილეთ რისკი!

სოლარიუმში ვიზიტებზე უარის თქმა მოუწევთ იმ ადამიანებს, ვისაც სერიოზული ქრონიკული დაავადებები აქვს, მათ შორის კანის დაავადებები, წყლულოვანი დაავადებები; იმ ქალბატონებს, რომელთაც აქვთ საშვილოსნოსა და მისი დანამატების პრობლემები, სარძევე ჯირკვალზე არსებული სირთულეები, ადამიანებს, რომლებიც ღებულობენ ანტიბიოტიკებს, ჰორმონულ საშუალებებს; სოლარიუმზე უარი უნდა თქვან ფეხმძიმე ქალებმა, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ამ მდგომარეობაში საჭიროა დიდი სიფრთხილე და ნამდვილად არ ღირს რისკის გაწევა. იმისათვის, რომ ჩვენმა გარეგნობამ სიამოვნება მოგვანიჭოს, კომფორტულად ვიგრძნოთ თავი და ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ, საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა და სპეციალისტთა რჩევების გათვალისწინება. ამიტომ სოლარიუმში წასვლამდე უნდა დაიცვათ სპეციალური წესები.

სოლარიუმის სეანსის წინ აუცილებლად:

  • მიიღეთ თბილი შხაპი, გამოიყენეთ რბილი გელი ან არატუტირებული საპონი, შემდეგ ზედმიწევნით ჩაიტარეთ პილინგი მთელ სხეულზე, რათა ნარუჯი სხეულზე მაქისმალურად თანაბრად განაწილდეს და კანი თანაბრად შეფერილი და ხავერდოვანი იყოს.
  • ნუ გამოიყენებთ სუნამოებს, ტუალეტის წყალს და სპირტის შემცველ ლოსიონებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროვოცირებას გაუკეთებთ დამწვრობას: სხეულზე შეიძლება გაჩნდეს არასასიამოვნო ლაქები ან ალერგიული გამონაყარი.
  • აუცილებლად დაიცავით თმა. როგორც ცნობილია, სოლარიუმშიც და მზის პირდაპირი სხივების ქვეშაც თმა ზიანდება, იწვება, თავის კანი შრება და უხეშდება, კარგავს ბზინვარებას. ამიტომ სეანსის წინ აუცილებლად შეიძინეთ სპეციალური ქუდი და ნუ დააპირებთ გარუჯვას საცურაო კოსტიუმის გარეშე, შეიძინეთ ძუძუსთავებზე დასაწებებელი სპეციალური საშუალება – სტიკინი.
  • შეარჩიეთ, რომელი სოლარიუმია უფრო მოსახერხებელი თქვენთვის – “დასაწოლი” თუ ე.წ. ტურბო.

რომელი საცხი გამოვიყენოთ

იმ კრემების და ლოსიონების გამოყენება სოლარიუმში, რომლებიც განკუთვნილია მზეზე გასარუჯად, დაუშვებელია. მათ განსხვავებული მიმართულების მოქმედება აქვთ. შეარჩიეთ საცხი თქვენი საკუთარი ფოტოტიპისთვის. დამწყებთათვის მისაღებია დაცვის მაღალი ხარისხის მქონე კრემები, უკვე გარუჯულთათვის – დაცვის უფრო დაბალი ხარისხის მქონე. წაისვით საშუალება უშუალოდ სეანსის დაწყების წინ. შემდეგ მიიღეთ შხაპი პილინგის გარეშე, უსაპნოდ და წაისვით კრემი, რომელიც ხელს შეუწყობს ნარუჯის შენარჩუნებას, გამყარებას და მის უკეთ წარმოჩენას. სათვალე სოლარიუმისთვის – შეგიძლიათ შეიძინოთ სალონში ინდივიდუალური გამოყენებისთვის ან გამოიყენოთ ის სათვალე, რომელიც, როგორც წესი, ყველა კაბინაშია. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ “დასაწოლი” სოლარიუმი ზედმიწევნით იყოს დეზინფიცირებული წინამორბედი კლიენტის შემდეგ. მოითხოვეთ ინდივიდუ-ალური ხელსაწმენდები. პირველი სეანსი – უნდა გაგრძელდეს არა უმეტეს 5 წუთისა, ხოლო ძალიან თეთრკანიანებისთვის – სამი წუთი. თანდათანობით გაზარდეთ გარუჯვის დრო 8-10 წუთამდე.
ჩვეულებრივ, სასურველი შედეგის მისაღწევად საკმარისია ექვსი 5-წუთიანი სეანსი დღეგამოშვებით. ნარუჯის შესანარჩუნებლად სეანსი შეგიძლიათ გაიმეოროთ კვირაში ერთხელ. ტურბოკაბინაში მუსიკის თანხლებით შეგიძლიათ იცეკვოთ.

ბუნების ფერები

არსებობს ჯადოსნური ფესვურა ნაყოფი, რომელიც ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვინც გადაწყვიტა მსუბუქად გარუჯვა! ეს ჩვეულებრივი სტაფილოა. თუ სოლარიუმის სეანსების დროს ან მზეზე გარუჯვისას რეგულარულად დალევთ სტაფილოს ახალგამოწურულ წვენს, კანი შეიძენს ლამაზ ოქროსფერ შეფერილობას. გარდა ამისა, მრავალრიცხოვან ფასეულ ვიტამინს მიიღებთ. სტაფილოს ჩახრამუნებაც შეიძლება, თუმცა სასარგებლო ნივთიერებების, მათ შორის კაროტინის, კონცენტრაცია რამდენადმე მაღალია ერთ ჭიქა ახალგამოწურულ სტაფილოს წვენში. გემრიელად ახრამუნეთ სტაფილო და ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი და, რაც მთავარია, ჯანმრთელი იქნებით.

Diana🙂

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s