ნუ დახარჯავთ დროს სარეკლამო საშუალებების ყიდვაზე და ტესტირებაზე, რომლებიც მაგიური ძალით გაგიმკვრივებთ დუნდულებს და გააქრობს ცელულიტს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ უმარტივესი ვარჯიშის შესრულება და სწორი კვება.
1 – ჩქარი სიარული
იმის მაგივრად, რომ ნელა ისეირნოთ როდესაც მიდიხართ სადმე, უმჯობესია ავარჯიშოთ დუნდულების კუნთები და იარეთ ჩქარა.
2 – დაჭიმეთ დუნდულები
როცა ზიხართ ოფისში ან სახლში, ამავდროულად თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ უმარტივესი ვარჯიში. უბრალოდ იჯდებით თუ იდგებით არ აქვს მნიშვნელობა, დაჭიმეთ დუნდულები, გაჩერდით ასე რამოდენიმე წამი, შემდეგ მოეშვით. ეს ვარჯიში გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ, პერიოდულად.
3 – სირბილი წყალში
ეს ვარჯიში განკუთვნილია მათთვის ვინც დადის ცურვაზე ან ზაფხულის დროისთვის, როცა იმყოფებით ზღვაზე. წყალში ყოფნისას (წყალი უნდა გწვდებოდეთ მკერდამდე) ირბინეთ რამდენსაც შეძლებთ და სულ მალე თქვენ მიაღწევთ საუკეთესო შედეგს.
Diana 🙂
ძალიააან სასარგებლოოოო ბლოგიააა:))))….