No Drugs

N.G.

Posted in No! No! No! | Tagged | დატოვე კომენტარი

smoking kilis

N.G.

Posted in No! No! No! | Tagged | დატოვე კომენტარი

დავლიოთ??? :)

მითები ალკოჰოლის შესახებ

ალკოჰოლი შველის გაციებას.
სინამდვილეში ალკოჰოლი აქვეითებს იმუნიტეტს, ამიტომ მსმელები გაცილებით ხშირად ავადმყოფობენ. გაციებას ორგანიზმი თავად ერევა, მთავარია, ამაში ხელი არ შევუშალოთ. სასარგებლოა არა ჭიქა არაყი, არამედ წოლითი რეჟიმი, მოსვენება და სიმპტომური მკურნალობა (სურდოს დროს – ცხვირის წვეთები, ანგინის დროს – ყელში გამოვლება და ა.შ.).

ალკოჰოლი აძლიერებს მადას.
სინამდვილეში ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, იწვევს გასტრიტს, წყლულს, პანკრეატიტს, არღვევს საკვები ნივთიერებების ათვისების პროცესს და იწვევს დისტროფიას.

ალკოჰოლი აუმჯობესებს განწყობას.
…და იწვევს ნარკოტიკულ თრობას. თუ ადამიანს აქვს მოთხოვნილება, გახალისდეს ალკოჰოლის საშუალებით, ეს არანორმალურია. სავარაუდოდ, მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს ალკოჰოლური დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ფსიქიატრის კონსულტაცია.

ალკოჰოლი ხსნის დაღლილობას.
სინამდვილეში ის ახდენს თავის ტვინის ქერქის აქტივობის პარალიზებას და იწვევს შეკავებას. თუ დაიღალეთ, საჭიროა დასვენება და საქმიანობის შეცვლა.

ალკოჰოლი ხსნის სტრესს.
სინამდვილეში ის იწვევს დროებით ნარკოზს, საიდან გამოსვლაც თავად სტრესზე მძიმეა. ამ დროს უმჯობესია საქმეში ჩაფლობა, ოჯახთან ურთიერთობა, აუტოტრენინგი, რელაქსაცია, ფიზიკური დატვირთვა.

ალკოჰოლი აუმჯობესებს ძილს.
სინამდვილეში ის იწვევს ნარკოტიკულ ძილს და დამოკიდებულების ფორმირებას. მსმელ ადამიანს ტანჯავს უძილობა, რომელიც მთავრდება თეთრი ცხელებით ან სხვა სახის ალკოჰოლური ფსიქოზით. ჯობს, შეასრულოთ ფიზიკური სამუშაო, შეინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა, მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

ალკოჰოლი ზრდის პოტენციას.
მისი მოქმედება ამ მხრივ გაუთვალისწინებელია. მსმელ მამაკაცებში ალკოჰოლი იწვევს სათესლეების ფუნქციის დეგენერაციას, მამაკაცური სასქესო ჰორმონის – ტესტოსტერონის გამომუშავების დაქვეითებას და ერექციულ დისფუნქციას.

ალკოჰოლი კალორიული პროდუქტია.
ის პროდუქტი კი არა, ნარკოტიკული შხამია. ალკოჰოლიკები ხშირად იღუპებიან გამოფიტვით.

ალკოჰოლი აფართოებს სისხლძარღვებს.
აფართოებს, მაგრამ არა იქ, სადაც საჭიროა. მაგალითად, აფართოებს კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს და ხელს უწყობს გასტრიტის, წყლულის, კუჭიდან სისხლდენის პროვოცირებას.

ალკოჰოლი ათბობს.
სინამდვილეში ალკოჰოლი აფართოებს კანქვეშა ზედაპირულ სისხლძარღვებს და აძლიერებს ორგანიზმიდან სითბოს გაცემას.

ალკოჰოლი შველის დეპრესიისას.
პირიქით, ამძიმებს დეპრესიას და ზოგჯერ თვითმკვლელობისკენაც კი უბიძგებს ადამიანს.

ალკოჰოლი გულისთვის სასარგებლოა.
სინამდვილეში ის კარდიოტოქსიკური შხამია, რომელიც მიოკარდიოპათიას იწვევს. გულის უკმარისობა მრავალი მსმელი ადამიანის სიკვდილის მიზეზად ქცეულა.

ალკოჰოლი აქვეითებს მომატებულ არტერიულ წნევას.
მართლაც, სასმლის მიღებისას არტერიული წნევა ქვეითდება, მაგრამ თრობიდან გამოსვლისას საწყის მაჩვენებელზე გაცილებით მეტად იწევს.

ალკოჰოლი ორგანიზმს ტოქსინებისგან ასუფთავებს.
ის თავად არის ტოქსინი. მავნე ნივთიერებები, მათ შორის – ალკოჰოლი, ორგანიზმიდან თირკმელებისა და ღვიძლის საშუალებით გამოდის.

ალკოჰოლს ორგანიზმიდან გამოაქვს რადიაცია.
რადიაციული დაზიანების ლოკალიზაციის გათვალისწინებით, საამისოდ სხვადასხვა სამკურნალო საშუალება გამოიყენება, თუმცა მათ ჩამონათვალში არაყი ნამდვილად არ ფიგურირებს.

ცოტ-ცოტა ალკოჰოლი სასარგებლოა.
პირიქით, რეგულარული სმა იწვევს მავნე ჩვევის ჩამოყალიბებას და მოთხოვნილებაში გადაიზრდება.

ალკოჰოლი ხელს უწყობს ბიზნესის წარმართვას.
პირიქით, თუ გინდათ, დაანგრიოთ საკუთარი ბიზნესი, მიიღეთ ალკოჰოლი. სმა ადამიანს უპასუხისმგებლო არსებად აქცევს, წარმატებულ ბიზნესს კი სჭირდება გამჭრიახობა, ჭკუა, პასუხისმგებლობა.

ალკოჰოლი ამყარებს მეგობრობას.
ალკოჰოლზე დაფუძნებული მეგობრობა მანამდე გრძელდება, ვიდრე გაქვთ ფული. უფულოდ მსმელი ადამიანი მარტოობისთვის არის განწირული.

ალკოჰოლი აუმჯობესებს შემოქმედებით მონაცემებს.
პირიქით, ალკოჰოლი თრგუნავს შემოქმედებით ნიჭს. ის ანადგურებს თავის ტვინის ქერქის ნეირონებს და თანდათანობით ჭკუასუსტობას იწვევს.

ალკოჰოლი ეხმარება მამაკაცს, შეიქმნას ძლიერი, ჩამოყალიბებული პიროვნების იმიჯი.
პირიქით, მთვრალი მამაკაცი სულელური, უბადრუკი ჩანს. ჯობს, ქალბატონებს ჰკითხოთ, როგორია, მათი აზრით, ნამდვილი მამაკაცი.

Diana 🙂

| დატოვე კომენტარი

smoking kills

Diana 🙂

| დატოვე კომენტარი

Healthy Lifestyle

ნახეთ, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვა არც ისე ძნელი ყოფილა!

N.G.

Posted in სხვადასხვა | Tagged , | დატოვე კომენტარი

დილის ვარჯიში

დილა მშვიდობისა

სხეულის გასაჯანსაღებლად და მისი ფორმების შესანარჩუნებლად გთავაზობთ ვარჯიშს 🙂

თაკუსიასგან

Posted in ვარჯიში-სპორტი | Tagged | დატოვე კომენტარი

იაპონური დიეტა

ეს დიეტა ნივთიერებათა ცვლის რიტმის შეცვლისკენ არის მიმართული. რაციონი დაბალკალორიულია (ზოგიერთ დღეს კალორიების მოხმარება 700-მდეც კი მცირდება) და ღარიბია ნახშირწყლებით, რაც ორგანიზმს აიძულებს, ცხიმოვანი მარაგი დაწვას. რაციონიდან ამოიღეთ მარილი, ფქვილის ყოველგვარი ნაწარმი, სპირტიანი სასმელები, შაქარი. ყავა უშაქროდ მიირთვით. წყლის ნაცვლად სვით მინერალური წყალი. გაფრთხილებთ: არ შეცვალოთ პროდუქტები საკუთარი შეხედულებისამებრ. არ გამოტოვოთ დიეტის არც ერთი დღე. იაპონურ დიეტაზე ნელ-ნელა გადადით. ჩვეულებრივ რეჟიმსაც ნელ-ნელა დაუბრუნდით.

I დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, მოხარშული კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით, ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი – ერთი ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი
II დღე
საუზმე – შავი ყავა, 1 ცალი ორცხობილა
სადილი – ერთი ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი, ბოსტნეულის სალათი მცენარეული ზეთით
ვახშამი – 100 გ მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჭიქა კეფირი
III დღე
საუზმე – შავი ყავა და 1 ცალი ორცხობილა
სადილი – ზეთში შემწვარი 1 ცალი მოზრდილი ყაბაყი
ვახშამი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, უმი კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით
IV დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – 1 ცალი მოხარშული კვერცხი, მცენარეული ზეთით შეზავებული 3 ცალი მოზრდილი მოხარშული სტაფილო, 15 გ მაგარი ყველი
ვახშამი – ხილი (მაგალითად, 1 ცალი ვაშლი)
V დღე
საუზმე – 1 ცალი სტაფილო ლიმონის წვენით
სადილი – ერთი ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი, ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი – ხილი (მაგალითად, 1 ცალი ვაშლი)
VI დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – ნახევარი მოხარშული ქათამი, უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი
ვახშამი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ზეთით შეზავებული ერთი ჭიქა გახეხილი სტაფილო
VII დღე
საუზმე – ჩაი
სადილი – 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, ხილი (მაგალითად, რომელიმე ციტრუსი)
ვახშამი – ნებისმიერი დღის ვახშამი, გარდა მესამესი (შეიძლება 100 გ მოხარშული კიბორჩხალა)
VIII დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – ნახევარი მოხარშული ქათამი, უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი
ვახშამი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ზეთით შეზავებული ერთი ჭიქა სტაფილო
IX დღე
საუზმე – 1 ცალი სტაფილო ლიმონის წვენით
სადილი – შემწვარი ან მოხაშული მოზრდილი თევზი, ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი – ხილი
X დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – 1 ცალი თოხლო კვერცხი, ზეთით შეზავებული 3 ცალი მოზრდილი მოხარშული სტაფილო, 15 გ მაგარი ყველი
ვახშამი – ხილი
XI დღე
საუზმე – შავი ყავა, 1 ცალი ორცხობილა
სადილი – 1 ცალი ზეთში შემწვარი მოზრდილი ყაბაყი
ვახშამი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, უმი კომბოსტოს სალათი ზეთით
XII დღე
საუზმე – შავი ყავა, 1 ცალი ორცხობილა
სადილი – 1 ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი, 1 ულუფა ბოსტნეულის სალათი, 1 ულუფა ზეთით შეზავებული კომბოსტო
ვახშამი – 100 გ მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჭიქა მაწონი
XIII დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ზეთით შეზავებული მოხარშული კომბოსტოს სალათი, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი – შემწვარი ან მოხარშული თევზი

Diana 🙂

Posted in დიეტა | დატოვე კომენტარი

სოლარიუმი და სიფრთხილე

ზაფხული უკვე საკმაოდ შევიდა ძალაში. იმატებს მხურვალე დღეების რაოდენობა. დადგა ლამაზი და ცხელი ზაფხული და ქალებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებს, სურთ რაც შეიძლება ლამაზად შეხვდნენ მას. მსუბუქად გარუჯული სხეული მათ სრულ კომფორტს უქმნის, ამიტომაც სოლარიუმებისკენ მიიჩქარიან!

გარუჯული კანი კარგ ჯანმრთელობასთან, ცხოვრების აქტიურ წესთან ასოცირდება. გარუჯული სხეული პრაქტიკულად ყველას უხდება და ამშვენებს. თანაც აქვს მნიშვნელობა მის ინტენსივობას! ვიღაცას არაჩვეულებრივად მომხიბვლელს ხდის მეტისმეტად შოკოლადისფერი ნამზეური, სხვას კი მსუბუქი ნარუჯი უფრო უხდება!სოლარიუმის შესახებ უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება არსებობს. ბევრი გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ თუ სწორად გაირუჯებით, მაქსიმალური სიფრთხილის დაცვით, ყურადღებით მოეპყრობით ყველა იმ მოსაზრებას, რომელსაც გამოთქვამენ სპეციალისტები, არანაირ ზიანს არ მიაყენებთ ჯანმრთელობას სოლარიუმში სიარულით!

თავიდან აიცილეთ რისკი!

სოლარიუმში ვიზიტებზე უარის თქმა მოუწევთ იმ ადამიანებს, ვისაც სერიოზული ქრონიკული დაავადებები აქვს, მათ შორის კანის დაავადებები, წყლულოვანი დაავადებები; იმ ქალბატონებს, რომელთაც აქვთ საშვილოსნოსა და მისი დანამატების პრობლემები, სარძევე ჯირკვალზე არსებული სირთულეები, ადამიანებს, რომლებიც ღებულობენ ანტიბიოტიკებს, ჰორმონულ საშუალებებს; სოლარიუმზე უარი უნდა თქვან ფეხმძიმე ქალებმა, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ამ მდგომარეობაში საჭიროა დიდი სიფრთხილე და ნამდვილად არ ღირს რისკის გაწევა. იმისათვის, რომ ჩვენმა გარეგნობამ სიამოვნება მოგვანიჭოს, კომფორტულად ვიგრძნოთ თავი და ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ, საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა და სპეციალისტთა რჩევების გათვალისწინება. ამიტომ სოლარიუმში წასვლამდე უნდა დაიცვათ სპეციალური წესები.

სოლარიუმის სეანსის წინ აუცილებლად:

  • მიიღეთ თბილი შხაპი, გამოიყენეთ რბილი გელი ან არატუტირებული საპონი, შემდეგ ზედმიწევნით ჩაიტარეთ პილინგი მთელ სხეულზე, რათა ნარუჯი სხეულზე მაქისმალურად თანაბრად განაწილდეს და კანი თანაბრად შეფერილი და ხავერდოვანი იყოს.
  • ნუ გამოიყენებთ სუნამოებს, ტუალეტის წყალს და სპირტის შემცველ ლოსიონებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროვოცირებას გაუკეთებთ დამწვრობას: სხეულზე შეიძლება გაჩნდეს არასასიამოვნო ლაქები ან ალერგიული გამონაყარი.
  • აუცილებლად დაიცავით თმა. როგორც ცნობილია, სოლარიუმშიც და მზის პირდაპირი სხივების ქვეშაც თმა ზიანდება, იწვება, თავის კანი შრება და უხეშდება, კარგავს ბზინვარებას. ამიტომ სეანსის წინ აუცილებლად შეიძინეთ სპეციალური ქუდი და ნუ დააპირებთ გარუჯვას საცურაო კოსტიუმის გარეშე, შეიძინეთ ძუძუსთავებზე დასაწებებელი სპეციალური საშუალება – სტიკინი.
  • შეარჩიეთ, რომელი სოლარიუმია უფრო მოსახერხებელი თქვენთვის – “დასაწოლი” თუ ე.წ. ტურბო.

რომელი საცხი გამოვიყენოთ

იმ კრემების და ლოსიონების გამოყენება სოლარიუმში, რომლებიც განკუთვნილია მზეზე გასარუჯად, დაუშვებელია. მათ განსხვავებული მიმართულების მოქმედება აქვთ. შეარჩიეთ საცხი თქვენი საკუთარი ფოტოტიპისთვის. დამწყებთათვის მისაღებია დაცვის მაღალი ხარისხის მქონე კრემები, უკვე გარუჯულთათვის – დაცვის უფრო დაბალი ხარისხის მქონე. წაისვით საშუალება უშუალოდ სეანსის დაწყების წინ. შემდეგ მიიღეთ შხაპი პილინგის გარეშე, უსაპნოდ და წაისვით კრემი, რომელიც ხელს შეუწყობს ნარუჯის შენარჩუნებას, გამყარებას და მის უკეთ წარმოჩენას. სათვალე სოლარიუმისთვის – შეგიძლიათ შეიძინოთ სალონში ინდივიდუალური გამოყენებისთვის ან გამოიყენოთ ის სათვალე, რომელიც, როგორც წესი, ყველა კაბინაშია. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ “დასაწოლი” სოლარიუმი ზედმიწევნით იყოს დეზინფიცირებული წინამორბედი კლიენტის შემდეგ. მოითხოვეთ ინდივიდუ-ალური ხელსაწმენდები. პირველი სეანსი – უნდა გაგრძელდეს არა უმეტეს 5 წუთისა, ხოლო ძალიან თეთრკანიანებისთვის – სამი წუთი. თანდათანობით გაზარდეთ გარუჯვის დრო 8-10 წუთამდე.
ჩვეულებრივ, სასურველი შედეგის მისაღწევად საკმარისია ექვსი 5-წუთიანი სეანსი დღეგამოშვებით. ნარუჯის შესანარჩუნებლად სეანსი შეგიძლიათ გაიმეოროთ კვირაში ერთხელ. ტურბოკაბინაში მუსიკის თანხლებით შეგიძლიათ იცეკვოთ.

ბუნების ფერები

არსებობს ჯადოსნური ფესვურა ნაყოფი, რომელიც ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვინც გადაწყვიტა მსუბუქად გარუჯვა! ეს ჩვეულებრივი სტაფილოა. თუ სოლარიუმის სეანსების დროს ან მზეზე გარუჯვისას რეგულარულად დალევთ სტაფილოს ახალგამოწურულ წვენს, კანი შეიძენს ლამაზ ოქროსფერ შეფერილობას. გარდა ამისა, მრავალრიცხოვან ფასეულ ვიტამინს მიიღებთ. სტაფილოს ჩახრამუნებაც შეიძლება, თუმცა სასარგებლო ნივთიერებების, მათ შორის კაროტინის, კონცენტრაცია რამდენადმე მაღალია ერთ ჭიქა ახალგამოწურულ სტაფილოს წვენში. გემრიელად ახრამუნეთ სტაფილო და ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი და, რაც მთავარია, ჯანმრთელი იქნებით.

Diana 🙂

| დატოვე კომენტარი

როგორ დავისვენოთ?

შაბათი, ეს ის დღეა, როდესაც თქვენ შეგიძლიათ დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.

დასვენება აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფულქციონირებისათვის. თუ მოახერხებთ და დღეს ისე დაგეგმავთ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც არ დაგავიწყდებათ, შემდეგი კვირა ენერგიული და პროდუქტიული გექნებათ.

სუფთა ჰაერი, ჯანსაღი საკვები და ცოტაოდენი ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და რელაქსაციის არაჩვეულებრივი საშუალებებია.

თუ ჯერაც არ დაგიგეგმავთ ქალაქგარეთ გასეირნება, სასწრაფოდ ჩაალაგეთ თქვენი ზურგჩანთა და თუნდაც ქალაქის შემოგარენში პატარა პიკნიკი მოაწყვეთ. იჩქარეთ, ჯერ კიდევ არ არის გვიან 🙂  წინააღმდეგ შემთხვევაში დღის გატარება ისევ 4 კედელში, კომპიუტერთან მოგიწევთ და საღამოს ისევ გამოფიტული და მოშვებული იქნებით.

მაშ ასე, მსგავს პერსპექტივა მეც რომ არ დამემუქროს წავალ ჩემს ველოსიპედს მივაკითხავ და თვალს წყალს დავალევინებ 🙂

აქტიურ შაბათ–კვირას გისურვებთ

N.G.

Posted in სხვადასხვა | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

ბრაზილიური დიეტა

ბრაზილიური დიეტის დაცვა არც ისე ძნელია  იგი ორი კვირის მანძილზე უნდა „იდიეტოთ“  და დაიკლებთ 5-6 კილოს

1 დღე :
3 მოხარშული კვერცხი , 1 ვაშლი და ფინჯანი ყავა ( მთელი დღის განმავლობაში ).
2 დღე :
3 მოხარშული კვერცხი , 2 გრეიფრუტი , ყავა ან ჩაი ( მთელი დღის განმავლობაში ).
3 დღე :
საუზმე – 2 მოხარშული კვერცხი , სადილი 100 გრამი მოხარშული ხორცი , მჟაუნას სუფი.
4 დღე :
საუზმე – 1 მოხარშული კვერცხი , სადილი – 200 გრამი მოხარშული თევზი , ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი , ფინჯანი ყავა .
5 დღე :
საუზმე 1 მოხარშული კვერცხი , ფინჯანი ყავა . სადილი – 2 მოხარშული კვერცი , 1 პომიდორი , ვახშამი – 100 გრამი მოხარშული თევზი , ბოსტნეული .
6 დღე :
საუზმე – 1 მოხარშული კვერცხი , ფინჯანი მწვანე ჩაი , სადილი – 100 გრამი მოხარშული ხორცი , 2 კიტრი , ვახშამი – 100 გრამი მოხარშული ხორცი , ფინჯანი ყავა.
და 7 დღე :
საუზმე – ფინჯანი ყავა , 1 მოხარშული კვერცხი , სადილი – მოხარშული ქათმის ხორცი და ბოსტნეული , ვახშამი – ხილი ( სასურველია ვაშლი ან გრეიფრუტი ) .
მერვე დღიდან მე -14 დღემდე დიეტა თავიდან გაიმეორეთ.

თაკუსიასგან

Posted in დიეტა | Tagged , , , | დატოვე კომენტარი